შინაარსზე გადასვლა

ფარავანი (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯავახეთის მტკვარი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფარავანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ფარავანი

მდინარის ხედი ხერთვისის ციხიდან
სხვა სახელი ახალქალაქისწყალი, ჯავახეთის მტკვარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები სამცხე-ჯავახეთის მხარე
სათავე ფარავნის ტბა
41°23′51″ ჩ. გ. 43°47′14″ ა. გ. / 41.39750° ჩ. გ. 43.78722° ა. გ. / 41.39750; 43.78722
სათავის სიმაღლე 2073 მ
შესართავი მტკვარი
41°28′45″ ჩ. გ. 43°17′01″ ა. გ. / 41.47917° ჩ. გ. 43.28361° ა. გ. / 41.47917; 43.28361
სიგრძე 74 კმ
აუზის ფართობი 2352 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 28,9 მ³/წმ
ფარავანი (მდინარე) — საქართველო
ფარავანი (მდინარე)
ფარავანი (მდინარე)
ფარავანი (მდინარე) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ფარავანი (მდინარე)
ფარავანი (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
ფარავანი ვიკისაწყობში

ფარავანი, ახალქალაქისწყალი[1], ჯავახეთის მტკვარიმდინარე საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში. იწყება ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირიდან, ზღვის დონიდან 2073 მეტრზე, ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან, სოფელ ხერთვისთან. სიგრძე 74 კმ, აუზის ფართობი 2352 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ფარავნის, საღამოსა და სხვა ტბების გავლენით მდინარე ფარავნის ჩამონადენი საკმაოდ რეგულირებულია. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა აგვისტოდან თებერვლის ბოლომდე. თოში, ყინულნაპირისი, ძგიფი და ყინულსვლა ნოემბრიდან აპრილამდეა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 28,9 მ³/წმ. გამოყენებულია სარწყავად და ჰესებისათვის.