ჯავანშირის სტატუეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯავანშირის ქანდაკება)
ჯავანშირის სტატუეტი
ბრინჯაოს სასაკმევლე კავკასიური ალბანეთიდან
წელი VII საუკუნე
ტიპი ალბანური ხელოვნება
ქალაქი ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი

ჯავანშირის სტატუეტი (აზერ. Cavanşirin heykəli) — ბრინჯაოს სასაკმევლე.

აზერბაიჯანის ჩრდილოეთში (აგრეთვე თანამედროვე სამხრეთ დაღესტანში) ნაპოვნი ხელოვნების ნიმუშებს შორის (ბრინჯაოს ჭურჭელი, დოქები, საცეცხლურები), რომლებიც VI–VIII საუკუნეებს მიეკუთვნება, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ბრინჯაოს სასაკმევლე. წინა საუკუნის დასაწყისში ნახიჩევანში ჩარჩისგან ნაყიდი ანტიკვარული ნივთი ამჟამად ინახება სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმში. მეცნიერთა აზრით (კ. ვ. ტრევერი, ვ. ლ. ლუკონინი, გ. გოშგარლი და სხვ.), 35,6 სმ სიმაღლის ბრინჯაოს სასაკმევლე, რომელსაც აქვს მხედრის ფორმა, დამზადებულია ადგილობრივი ხელოსნის მიერ. ალბანეთის ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევრის კ. ვ. ტრევერის ვარაუდით სტატუეტი წარმოადგენს ალბანური მბრძანებლის, ჯავანშირის გამოსახულებას. ასეთი ვარაუდი განპირებებულია ერთის მხრივ, სტატუეტში სასანიდური შაჰებისთვის დამახასიათებელი ელემენტების არსებობით, ხოლო მეორეს მხრივ, იმით, რომ მხედრის იკონოგრაფიული ხაზები შეესაბამება მოვსეს კალანკატვაცის მიერ ჯავანშირის შესახებ მოწოდებულ ინფორმაციას. აზერბაიჯანელი მეცნიერებები გ. მ. აჰმედოვი და ნ. ი. რზაიევი ადასტურებენ კ. ვ. ტრევერის ამ ვარაუდს. სტატუეტი წარმოადგენს მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილ ცხენოსანს, რომელიც დაგვირგვინებულია ალბანელების სიმბოლოდ ქცეული გვირგვინით სელენა-მთვარის გამოსახულებით.[1] [2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Оsmanov F.L. Qafqaz Albaniyasının maddi mədəniyyəti. Bakı, 1984.
  2. „Vitrin 37“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-03. ციტირების თარიღი: 2017-04-20.