შინაარსზე გადასვლა

ჯადოქრების ბორცვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1979 წლის ქანდაკება "ლუციფერი და ჯოჯოხეთის კარიბჭეები" - შესრულებული რაიმუნდასისა და ანიცენტას პუშკორიუსის მიერ

ჯადოქრების ბორცვი (ლიეტ. Raganų kalnas) — გარე ქანდაკებების გალერეა ლიეტუვაში, იუოდკრატესთან ახლოს.

ბორცვი მდებარეობს ტყიან ქვიშის დიუნზე კურონის ლაგუნის დასავლეთით დაახლოებით 0,5 კილომეტრში, ლიეტუვის ზღვისპირა მარშრუტზე. გალერეა 1979 წლიდან არსებობს, რამდენჯერმე გაფართოვდა და ახლა მოიცავს დაახლოებით 80 ხის ქანდაკებას სხვადასხვა ბილიკთან ერთად. მხატვრების ინსპირაცია იყო ხეზე კვეთის ხანგრძლივი ტრადიცია სამოგიტიაში დ იონინის ზეიმი, რომელიც იმართებოდა ბორცვზე. ნამუშევრები ასახავს ლიეტუვური ფოლკლორისა და წარმართული ტრადიციების გმირებს.

პარკში რეგულარულად იმართება ხეზე კვეთის სიმპოზიუმები და ემატება ახალი ნამუშევრები. შესვლა უფასოა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]