ჯაბირ იბნ ჰაიანი
ჯაბირ იბნ ჰაიანი | |
---|---|
არაბ. جابر بن حيان علي | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 721[1] |
დაბ. ადგილი | Tusa |
გარდ. თარიღი | 815[1] |
გარდ. ადგილი | ქუფა |
საქმიანობა | ალქიმია და ქიმია |
განთქმული მოსწავლეები | ზუნ-ნუნ ალ-მისრი |
ჯაბირ იბნ ჰაიანი (აბუ აბდალაჰ ჯაბირ იბნ ჰაიან ალ-აზდი ას-სუფი), ლათინიზებული სახელი გებერი (არაბ. جابر بن حيان დ. დაახლ. 721, ტუსი, სპარსეთი, — გ. დაახლ. 815, ქუფა, არაბთა სახალიფო) — არაბი სწავლული, მათემატიკოსი, ასტრონომი, ფარმაცევტი და მეცნიერი.[2] იმ თხზულებებს შორის, რომლებსაც მას მიაწერენ (გებერის ტრაქტატები), აღსანიშნავია „სამოცდაათი წიგნი“-ს ბოლო თავები, რომლებშიც იგი ამტკიცებს, რომ არალკეთილშობილი ლითონები შეიძლება გარდაიქმნას ოქროდ. ჯაბირ იბნ ჰაიანი აღწერს სხვადასხვა ქიმიურ პროცესს (გამოხდას, აქროლებას, გახსნას, კრისტალიზაციასა და სხვ.), აგრეთვე ზოგიერთ ქიმიურ პრეპარატს (აჯასპს, შაბს, ტუტეს, ნიშადურსა და სხვ.).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 523.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Trove — 2009.
- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსეკონი