ხშირბეწვიანი მაიმუნი
იერსახე
| ხშირბეწვიანი მაიმუნი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
მურა ხშირბეწვიანი მაიმუნი (Lagothrix lagotricha) | |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Lagothrix (Geoffroy, 1812) | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ხშირბეწვიანი მაიმუნი[1] (ლათ. Lagothrix) — პრიმატების გვარი ობობასებრი მაიმუნების ოჯახისა. მოიცავს 2 სახეობას და 5 ქვესახეობას.[2] გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკის მაღალმთიან ნოტიო ტროპიკულ ტყეებში. სხეულის სიგრძეა 51–59 სმ, კუდისა — 60–72 სმ, მასა 5,5–10,8 კგ. აქვთ მოსაჭიდი კუდი, ქვედა მხარეს გაშიშვლებული მგრძნობიარე ზედაპირით. ბეწვი ყავისფერი ან რუხია. თავი და ტანის ქვედა ნაწილი მუქი, გვერდები და ზურგი, ჩვეულებრივ, უფრო ღია. ცხოვრობენ 40–45-სულიან ჯგუფებად. იკვებებიან უპირატესად ნაყოფებით, იშვიათად ფოთლებითა და წვრილი ცხოველებით. მაკეობა დაახლოებით 225 დღე გრძელდება; ჩვეულებრივ შობენ 1 ნაშიერს. სქესობრივი სიმწიფე დედლის შემთხვევაში მე-6–8 წელს დგება, მამლისა — დაახლოებით 5 წელში. ტყვეობაში ცხოვრობენ 24 წლამდე.[3]
სახეობები და ქვესახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| სურათი | სახელი | დაცვის სტატუსი | |
|---|---|---|---|
| ყვითელკუდა ხშირბეწვიანი მაიმუნი Lagothrix flavicauda (Humboldt, 1812) |
|||
| მურა ხშირბეწვიანი მაიმუნი Lagothrix lagothricha (Humboldt, 1812) |
|||
| რუხი ხშირბეწვიანი მაიმუნი Lagothrix lagothricha cana (Geoffroy, 1812) |
|||
| მურა ხშირბეწვიანი მაიმუნი Lagothrix lagothricha lagothricha (Humboldt, 1812) |
|||
| კოლუმბიური ხშირბეწვიანი მაიმუნი Lagothrix lagothricha lugens (Elliot, 1907) |
|||
| ვერცხლისფერი ხშირბეწვიანი მაიმუნი Lagothrix lagothricha poeppigii (Schinz, 1844) |
|||
| პერუული ხშირბეწვიანი მაიმუნი Lagothrix lagothricha tschudii (Pucheran, 1857) |
|||
| წყარო: ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი[2] | |||
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ woolly monkey — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- 1 2 Lagothrix – Genus. International Union for Conservation of Nature. ციტირების თარიღი: 22 ივნისი, 2022
- ↑ Аверьянов А. О. Шерстистые обезьяны // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 13.