ხუჭუჭა ვარხვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხუჭუჭა ვარხვი
Dalmatian Pelican RWD2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pelecanus crispus (Bruch, 1832)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 NT ka.svgსაფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22697599
გავრცელება
PelecanusCrispusIUCNver2018 2.png
  გამრავლება
  მთელი წლის განმავლობაში
  გამოზამთრება
  მიგრაციის მარშრუტები

ხუჭუჭა ვარხვი,[1][2] ქოჩორა ვარხვი[3][4] (ლათ. Pelecanus crispus) — დიდი ზომის ფრინველი ვარხვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 160–180 სმ, ფრთების შლილი 310–345 სმ,[3] მასა 7,3–15 კგ.[5] აქვს გრძელი ნისკარტი, რომელსაც ქვემოდან მიმაგრებული აქვს დიდი ტომარა. შეფერილია თეთრად ან ღია ნაცრისფრად.[6] ფრთის ბოლოები შავია,[7] ქვედა მხარე ნაცრისფერი.[3] კისრის უკანა მხარეს ხუჭუჭა ბუმბულები აქვს.[7] ბარტყი მუქი მურაა.[6] წლევანდულას ზურგის მხარე მკრთალი მონაცრისფრო-ყავისფერია და აქვს პატარა ქოჩორი. ფეხები ნაცრისფერია.[3] ხმა — ყრუ ბღავილის მსგავსი. ფრენს ლივლივით, ფრთების იშვიათი მოსმით. ამ დროს კისერი მოღუნულია ლათინური S-ის ფორმაზე.[7] მრავლდება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ევროპული ინდივიდები იზამთრებენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში გამრავლებულები — ერაყსა და ინდოსტანზე, მონღოლურებიჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე.[8] საქართველოში მოზამთრე[3] და გადამფრენი ფრინველია.[1] მიმოფრენის დროს შეინიშნება ჭოროხის დელტაზე, სხვა დროს — ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ტბებზე (კარწახი, კუმისი და სხვ.), კოლხეთის დაბლობზე (პალიასტომის ტბის ნაპირებზე, ყულევისა და ჭურიის ჭაობებზე), იზამთრებს ჯანდარისა და კუმისის ტბებზე, ასევე — მტკვრის, ალაზნისა და ივრის აუზების პატარა ტბებზე. მცირე რაოდენობით ბუდობს ჯავახეთში, უმეტესად კარწახის ტბაზე, სადაც 50-მდე ბუდე შეინიშნება ყოველწლიურად.[9] ცხოვრობს წყვილებად, ბუდობს კოლონიებში.[7] ბინადრობს სტეპისა და უდაბნოს ზონის ტბებზე, დიდ მდორე მდინარეებზე, დელტებსა და ზღვებზე.[3] ბუდეს მცენარეებს შორის აშენებს წყალსატევებში არსებულ კუნძულებზე, რათა დაიცვას ის მტაცებლებისაგან, ზოგჯერ — ღია გრუნტშიც. მასალად იყენებს ლერწამს, ბალახს და ტოტებს.[8] გამრავლების სეზონი გეოგრაფიულად ცვალებადია, არეალის დასავლეთ ნაწილში მარტ-აპრილში იწყება. დებს 2–4 კვერცხს. ინკუბაცია 31 დღე გრძელდება. 60–90 დღეში დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას. იკვებება უმთავრესად თევზით, ასევე ამფიბიებით, მცირე ზომის ქვეწარმავლებითა და წყლის კიბოსნაირებით.[5] შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.[4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 454, თბ. 1984 წელი.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 60–61, 114, 195, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 22, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  4. 4.0 4.1 საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (2 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2020.
  5. 5.0 5.1 DALMATIAN PELICAN. animalia.bio. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2020.
  6. 6.0 6.1 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 48–49. 432 с.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
  8. 8.0 8.1 BirdLife International (2017). "Pelecanus crispus". IUCN Red List of Threatened Species 2017. https://www.iucnredlist.org/species/22697599/122838534. წაკითხვის თარიღი: 28 მაისი, 2020.
  9. ვარხვზე მონადირე(ე)ბი. კვირის პალიტრა. kvirispalitra.ge (9 სექტემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 31 მაისი, 2020.