ხუციურის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხუციურის ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო აჩაბეთის დასავლეთით 1,5 კმ-ზე. აგებულია შუა საუკუნეებში.

ძეგლი ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია ფიქალით.

დარბაზული ეკლესია გეგმით ტრაპეციას წარმოადგენს, აღმოსავლეთით კოლოფა აბსიდით, რომლის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მის ძირში ტრაპეზის ქვაა. აბსიდის ჩრდილოეთით ღრმა, ოთხკუთხა ნიშაა. კონქი ამოყვანილია აგურის რადიალური რიგებით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა, რომელთაგან ჩრდილოეთის, სამხრეთისაზე უფრო ფართოა.

ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები შემორჩენილია დაახლოებით 4-5 მეტრის სიმაღლეზე, ზოგან უფრო ნაკლები. დასავლეთი კედლის სიმაღლე 6-7 მეტრს აღწევს. მასში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სამხრეთი შესასვლელი ნაოთხალია.

ეკლესია ადგილობრივ მოსახლეობას შიფერით გადაუხურავს. ტექ. მდგ. 1983 წ.

კამარა ჩამოქცეულია. სამხრეთ-დასავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი კუთხეები გარღვეულია. იატაკი სავსეა ნაგვითა და ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 79