ხურსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხურსი (გ. 1021) — X-XI საუკუნეების საქართველოს წარჩინებული ფეოდალი, გიორგი I-ის ერისთავი. დაიღუპა ბიზანტიელებთან შირიმნის ბრძოლაში. ნ. შოშიაშვილის აზრით ხურსი შესაძლოა ახალი ჩორჩანელების გვარის წარმომადგენელი და ხურსისძეთა გვარის დამფუძნებელი იყო. გამოთქმულია მოსაზრება (ვ. სილოგავა) გიორგი I-ის ერისთავ ხურსისა და ქორეთისა და სავანის ეკლესიების (ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი) 1000 და 1046 წლების წარწერებში მოხსენიებული ხურსის იდენტიფიკაციის შესახებ. ამ წარწერების მიხედვით ხურსი ერისთავი არის გულზვიადისა და მარიამის ძე და გიორგი ერისთავთ ერისთავის ძმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]