ხურთისის ციხის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხურთისის ციხის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, კოშკის ქვემოთ მომცრო კლდოვან ბაქანზე. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.

ეკლესია გეგმით ტრაპეციის ფორმისაა, ნაგებია ტლანქად დამუშავებული ნატეხი ქვითაა და ფიქლით. კარის ღიობი და გარეთა კუთხეები ამოყვანილია შედარებით მოზრდილი ქვებით. შენობის გადახურვა ჩანგრეულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი დაბალია. შიგნიდან და გარედან გადახურულია ბრტყლად. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთისკენ ვიწროვდება. აღმოსავლეთით კედელში ერთადერთი მცირე ზომის, თარაზულად გადახურული სარკმელია, რასაც საფეხურებიანი რაფა აქვს. სარკმლის მარცხნივ ქვაზე ამოკვედილია ხელის მტევანი. კედელში ოთხი მცირე სწორკუთხა ნიშია. ერთი ნიში სამხრეთ კედელშიცაა. ჩრდილოეთით კედელი კლდეზეა მიდბული. ეკლესიას ხის კოჭებზე გამართული ორფერდა სახურავი ჰქონდა. გადურული იყო ფიქლის თხელი ფილებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]