ხულიო პენია ფერნანდესი
| ხულიო პენია | |
|---|---|
|
| |
| დაბადების სახელი | ხულიო პენია ფერნანდესი |
| დაბადების თარიღი |
15 ივლისი, 2000 (25 წლის) სან-სებასტიანი, ესპანეთი |
| საქმიანობა | |
| აქტიური | 2018-დღემდე |
ხულიო პენია ფერნანდესი (დ. 15 ივლისი, 2000) — ესპანელი მსახიობი და მომღერალი. ის ცნობილია მანუელ გუტიერეს კემოლას როლით Disney Channel-ის სერიალში „Bia“,[1] არეს იდალგოს როლით Netflix-ის ფილმში „Through My Window“ და მიგელ დე სერვანტესის როლით 2025 წლის ფილმში „The Captive“.
ცხოვრება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხულიო პენია დაიბადა 2000 წლის 15 ივლისს სან-სებასტიანში, ესპანეთში. [2] თუმცა, ის ქალაქ მადრიდში გაიზარდა მშობლებთან და დასთან, ემა პენიასთან ერთად. საშუალო სკოლაში სწავლისას ის გადიოდა თეატრალურ გაკვეთილებს და ესწრებოდა სამსახიობო ვორქშოპებს ქალაქში. გარდა ამისა, პენია ცხრა წლის განმავლობაში ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დადიოდა.
2012 წლიდან იგი გამოჩნდა რამდენიმე სპექტაკლში, მათ შორის: „The Nightmare Before Christmas“ (2012), „Miles Gloriosus“ (2013), „Spamalot“ (2014), „Mamma Mia!“ (2015) და „Los Pelópidas“ (2016). გარდა ამისა, მან მთავარი როლები შეასრულა თეატრ „არკადიაში“ დადგმულ მიუზიკლებში: „Alice in Wonderland“ (2017), „Corpse Bride“ (2018) და „Moulin Rouge“ (2018).
2018 წელს იგი შეარჩიეს Disney Channel-ის სერიალში „Bia“ მთავარი როლის შესასრულებლად, სადაც მანუელ გუტიერესი განასახიერა. მან ეს როლი მაშინ მიიღო, როდესაც მადრიდის „Jana“-ს თეატრალურ სკოლაში სწავლობდა და სერიალის პროდიუსერები სკოლაში მსახიობის შესარჩევად ქასთინგის ჩასატარებლად მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ამ ნაბიჯის გადადგმაზე ყოყმანობდა, საბოლოო ტესტების გავლის შემდეგ იგი დაამტკიცეს როლზე და საცხოვრებლად ბუენოს-აირესში გადავიდა. თავისი შესრულების წყალობით, 2020 წელს იგი ნომინირებული იყო Kids' Choice Awards Mexico-ზე, როგორც საყვარელი სატელევიზიო მსახიობი, 2021 წელს Most Listened Awards-ზე — როგორც წლის მსახიობი, ხოლო ბრაზილიაში SEC Awards-ზე — როგორც საუკეთესო მსახიობი თინეიჯერულ სერიალში. 2021 წელს მან მონაწილეობა მიიღო Disney+-ის სატელევიზიო სპეცგამოშვებაში „Bia: Un mundo al revés“. იმავე წელს იგი გამოჩნდა მიუზიკლში „Something Rotten!“, რომელიც ესპანურად მარკოს არბექსმა თარგმნა და მისი პრემიერა მადრიდის არაპილესის თეატრში შედგა.
2021 წლის იანვარში იგი შეუერთდა ესპანურ ტელესერიალს „Acacias 38“, სადაც გილერმო საკრისტანის როლს იმავე წლის მაისამდე, სერიალის დასრულებამდე ასრულებდა. 2021 წლის აპრილში ცნობილი გახდა მისი მონაწილეობა Netflix-ის ფილმში „Through My Window“. ფილმი ამავე სახელწოდების ბესტსელერ რომანზეა დაფუძნებული და მასში ხულიო მთავარ პერსონაჟს, არეს იდალგოს განასახიერებს. რამდენიმე თვის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო აიტანას სიმღერის „Berlín“-ის მუსიკალურ კლიპში, სადაც მომღერლის რჩეულის როლი შეასრულა. იგი ასევე იყო რაულ ბარანკოს მიერ დაწერილი და ხაკობო მუნიოსის მიერ დადგმული სპექტაკლის — „Embrague“-ის ძირითადი სამსახიობო შემადგენლობის წევრი.
2025 წელს მან მთავარი როლი შეასრულა ალეხანდრო ამენაბარის ესპანურენოვან ფილმში „El Cautivo“. ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიას და მოგვითხრობს მიგელ დე სერვანტესის ტყვეობის ხუთ წელზე ალჟირში.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხულიო პენია ფერნანდესი Instagram-ზე
- Portfolio de Julio Peña en José Triana Representantes.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bia: conocé a los personajes de la nueva serie teen del 2019. Infobae (17 January 2019). ციტირების თარიღი: May 19, 2020
- ↑ 10 cosas que no sabías sobre Julio Peña es. Youtube. ციტირების თარიღი: May 19, 2020
- ↑ Hopewell, John. (September 5, 2025) Alejandro Amenábar Unpacks Historical Adventure ‘The Captive’. ციტირების თარიღი: December 23, 2025