შინაარსზე გადასვლა

ხუთპირანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხუთპირანი (ლათ. Pentastomida) — პარაზიტული უხერხემლოების თავისებური კლასი. მოიცავს მრავალ სახეობას. გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკებში, აქვს ჭიის მსგავსი, ხშირად ენისმაგვარი სხეული, რომლის სიგრძე 14 სმ-ს აღწევს. შედგება მოკლე, დაუნაწევრებელი წინა და გრძელი, დანაწევრებული უკანა ნაწილებისგან. წინა ნაწილზე პირის ხვრელია, რომელსაც აქეთ-იქით ორი წყვილი კაუჭი აქვს. სუნთქვის და სისხლის მიმოქცევის ორგანოები არ აქვს, ცალსქესიანები არიან. ზრდასრული ხუთპირიანები ქვეწარმავლებისა და ძუძმწოვრების ფილტვებსა და სასუნთ გზებში პარაზიტობენ.