ხუბიარა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ხუბიარა | |
---|---|
![]() ხუბიარის (ცენტრში) ხედი თელავიდან | |
კოორდინატები: 42°07′14″ ჩ. გ. 45°48′15″ ა. გ. / 42.12056° ჩ. გ. 45.80417° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3104 მ |
ქედი | კახეთის კავკასიონი |
ხუბიარა — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის მთავარ თხემზე, მდინარეების ჩელთისა (ალაზნის მარცხენა შენაკადი) და სიმურის (ავარიის ყოისუს მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 3104 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კალთებზე რელიეფი მკაცრია, სამხრეთ და დასავლეთზე — შედარებით ნაზი. ხუბიარაზე შემორჩენილია მყინვარული ფორმები. შემოსილია ალპური ბალახმცენარეულობით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 512.