ხუან პაბლო როხასი
| ხუან პაბლო როხას | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 2 ივლისი 1888 – 19 მარტი 1890 | |
| წინამორბედი | ერმოხენეს ლოპესი |
| მემკვიდრე | იმუნდო ანდეუზა პალაციო |
| დაბადებული | 26 ნოემბერი 1826 კარაკასი, დიდი კოლუმბია |
| გარდაცვლილი | 22 ივლისი 1905 |
| ეროვნება | |
| პოლიტიკური პარტია | ვენესუელას ლიბერალური პარტია |
| მეუღლე | მარია ჯოზეფა დე ლა კონსეფსიონ ბაესი |
| ხელმოწერა | |
ხუან პაბლო როხას პაული (დ.26 ნოემბერი 1826 − გ.22 ივლისი) — 1905 ვენესუელის პრეზიდენტი 1888 წლიდან 1890 წლამდე. პაბლო როხასი ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველი სამოქალაქო პრეზიდენტი იყო, რომელიც არჩეულ იქნა კონსტიტუციური პროცედურებით და ერთადერთი, რომელმაც შეძლო თავისი ვადის ჯეროვნად დასრულება მომდევნო 74 წლის განმავლობაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როხასმა პრეზიდენტობა გადაიბარა ერმოხენეს ლოპესისგან, რომელიც დროებითი პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა მას შემდეგ, რაც ანტონიო გუსმანმა (რომელიც სამჯერ იყო პრეზიდენტი) საბოლოოდ დატოვა პოსტი. როხასი ცდილობდა იმ დროს ერთმანეთთან დაპირისპირებული გუსმანისა და ხოაკინ კრესპოს მიმდევრების შერიგებას.
როხასის ადმინისტრაციის დროს დედაქალაქსა და ვენესუელის სხვა რეგიონებში გუსმანის წინააღმდეგ ძალადობრივი დემონსტრაციები გაიმართა. ამ მოვლენებმა გამოიწვია როხასის ადმინისტრაციის გაწყვეტა გუსმანთან, რომელიც ქვეყნის არაპირდაპირ მართვას პარიზიდან ცდილობდა.
როხასის ადმინისტრაციას მოუხდა კრესპოს მიერ ორგანიზებულ აჯანყებასთან გამკლავება. აჯანყების ჩახშობის შემდეგ კრესპო იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.
გუსმანის ანტიკლერიკალურ პოლიტიკასთან დაპირისპირებით, როხასმა ქვეყანაში ფრანგი მონაზვნები ჩამოიყვანა, ხელი შეუწყო კონგრეგაციების ჩამოყალიბებას, ასევე ააშენა და განაახლა მრავალი რელიგიური ნაგებობა. როხასმა გასცა ნებართვა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების, ეკლესიების და ეროვნული სკოლების შექმნაზე მარაკაიბოსა და ბარკისიმეტოში.
მან გახსნა წყალქვეშა კაბელი ლა-გუაირას, ანტილის კუნძულებსა და ევროპას შორის, ასევე მხატვარ მარტინ ტოვარ ი ტოვარის ნამუშევრები ეროვნული კაპიტოლიუმის ელიფსურ დარბაზში (Salón Elíptico). მისი მმართველობის პერიოდში გამოიცა გენერალ მანუელ ლანდაეტა როსალესის წიგნი „ვენესუელის დიდი გეოგრაფიული, ისტორიული და სტატისტიკური კრებული“. 1888 წელს როხასმა დააარსა ისტორიის ეროვნული აკადემია.
მისი პრეზიდენტობის ორი წელი აღინიშნა ეკონომიკური აღმავლობით, რაც მან საჯარო სამუშაოებში ინვესტირებისთვის გამოიყენა. პრეზიდენტობის შემდეგ იგი კვლავ იყო ფინანსთა მინისტრი 1899 წელს.
იგი გარდაიცვალა კარაკასში 1905 წელს, 78 წლის ასაკში.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხუან პაბლო როხას პაული დაქორწინებული იყო მარია ხოსეფა დე ლა კონსეპსიონ ბაესზე, რომელიც 1888 წლიდან 1890 წლამდე ვენესუელას პირველი ლედი იყო.

რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hacienda, Venezuela Ministerio de. (September 16, 1965) Revista de hacienda. Ministerio de Hacienda..