შინაარსზე გადასვლა

ხუან ნეპომუსენო მორენო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუან ნეპომუსენო მორენო
დაბადების თარიღი XVIII საუკუნე
დაბადების ადგილი პას-დე-არიპორო
გარდაცვალების თარიღი 31 დეკემბერი, 1839(1839-12-31)
გარდაცვალების ადგილი პას-დე-არიპორო

ხუან ნეპომუსენო მორენო (დ. მე-18 საუკუნის ბოლო, პას-დე-არიპორო - 31 დეკემბერი, 1839) — კოლუმბიელი სამხედრო მეთაური და პოლიტიკოსი.[1] ის იყო ახალი გრანადის დროებითი პრეზიდენტი 1818 წლის 18 დეკემბრიდან 1819 წლის 10 სექტემბრის დეკრეტის გამოცხადებამდე.[2]

ხუან ნეპომუსენო მორენო მე-18 საუკუნის ბოლოს დაიბადა ლა ფრაგუას სახელით ცნობილ ადგილას, თანამედროვე პას-დე-არიპოროს ტერიტორიაზე, კასანარეში, კოლუმბიაში. ის იბრძოდა ახალი გრანადის დამოუკიდებლობის ომში დამოუკიდებლობის მომხრეთა მხარეს.

აღმოსავლეთ ლიანოსში დაბრუნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1814 წელს ხუან ნეპომუსენო მორენო არაუკაში როიალისტების წინააღმდეგ იბრძოდა და ამის შემდეგ, 1815 წელს გუასდუალიტოს ბრძოლაშიც მიიღო მონაწილეობა. 1816 წელს თვითგამოცხადების შემდეგ იგი კასანარეს პროვინციის გუბერნატორი გახდა. იმავე წელს მან კასანარეში პატრიოტი გენერლები მანუელ სერვიესი და ფრანსისკო დე პაულა სანტანდერი, ასევე პატრიოტული არმიის გადარჩენილი ჯარები მიიღო. 1816 წლის 16 ივლისს მან არაუკას ადგილობრივი ხუნტის რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც გენერალი სანტანდერი არმიის მთავარსარდლად დაინიშნა. იმავე წლის ოქტომბერში ხუან ნეპომუსენო მორენო გენერალ ხოსე ანტონიო პაესის მეთაურობით ელ იაგუალისა და აჩაგუასის ბრძოლებში იბრძოდა.

ახალი გრანადის განთავისუფლების კამპანია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1818 წელს გენერალმა პაესმა მორენო კასანარეს ოფიციალურ გუბერნატორად დანიშნა. 1818 წლის 18 დეკემბერს, პორეს პროკლამაციის მიხედვით, მას დროებითი საპრეზიდენტო უფლებამოსილებები გადაეცა.[3] 1819 წლის 15 ივნისს მას კავალერიის გენერალ-მეთაურის წოდება მიენიჭა. 1819 წლის 11 ივნისს, კავალერიის გენერალ-მეთაურის რანგში, ის ბოიაკას ბრძოლაში იბრძოდა. ამის შემდეგ ხუან ნეპომუსენო კასანარეში პენსიაზე გავიდა.

სამხედრო კამპანია დიდ კოლუმბიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1821 წლის თებერვალში ხუან ნეპომუსენო მორენომ უარი თქვა კავალერიის მეთაურის თანამდებობაზე და გადაწყვიტა, შეერთებოდა გენერალ ხოსე ანტონიო პაესს, რათა მონაწილეობა მიეღო კარაბობოს ბრძოლაში. ის ასევე იბრძოდა პუერტო კაბელიოს ალყის დროს 1823 წლის ნოემბერში.

რესპუბლიკური პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1832 წელს ის გახდა ერთ-ერთი გენერალი, რომელიც ახალი გრანადის რესპუბლიკის სამხედრო უმაღლესი სარდლობის ნაწილი იყო.

1831 წლის აპრილში ის პორიდან 300 კავალერისტითა და 400 ქვეითი ჯარისკაცით გაემართა, რათა ვენესუელელი გენერალი რაფაელ ურდანეტა იძულებული გაეხადა, დაეტოვებინა ახალი გრანადის ტერიტორია.

ამ ქმედებითა და აპულოს შეთანხმებების პატივისცემით, ხუან ნეპომუსენო მორენომ გარანტია მისცა ადრე გადასახლებული გენერალ სანტანდერის ახალ გრანადაში დაბრუნებას.

პენსიაზე გასვლა და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლუმბიელი პოლიტიკოსი ხუან ნეპომუსენო მორენო გარდაიცვალა 1839 წლის 31 დეკემბერს, თავის ჰასიენდაში, ლა ფრაგუას ქალაქთან ახლოს.

მორენოს მიეძღვნა მისივე სახელობის დამსახურების ორდენი „ხუან ნეპომუსენო მორენო“.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Juan Nepomuceno Moreno es (2021-11-09). ციტირების თარიღი: 2023-12-13
  2. Tiempo, Casa Editorial El. (2019-01-07) ¿Por qué apareció un 'nuevo' presidente de la República? es. ციტირების თარიღი: 2023-12-13
  3. Declaración de Pore de 1818. ციტირების თარიღი: 23 October 2019
  4. 98 personas fueron condecoradas con el mérito Juan Nepomuceno Moreno, durante la celebración de los 79 años de Yopal – Radio Noticias de Casanare es-CO. ციტირების თარიღი: 2023-12-13