შინაარსზე გადასვლა

ხუან დე დიოს არანსასუ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუან დე დიოს არანსასუ
დაბადების თარიღი 8 მარტი, 1798(1798-03-08)[1]
დაბადების ადგილი ლა-სეხა
გარდაცვალების თარიღი 14 აპრილი, 1845(1845-04-14)[1] (47 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბოგოტა
მოქალაქეობა  კოლუმბია
განათლება St. Bartholomew Major College

ხუან დე დიოს არანსასუ (დ.8 მარტი, 179814 აპრილი 1845) —კოლუმბიელი პოლიტიკოსი .

მისი პოლიტიკური კარიერა 1832 წელს დაიწყო, როდესაც ის ანტიოკიის დეპარტამენტის გუბერნატორი გახდა.

იგი დაიბადა 1798 წლის 8 მარტს ლა სეხაში, ანტიოკიაში. მისი მშობლები იყვნენ მარია ანტონია გონსალესი და ხოსე მარია დე არანსასუ. ახალგაზრდობაში იგი ბოგოტას სან-ბარტოლომეს კოლეჯში სამართალსა და იურისპრუდენციას სწავლობდა. იგი ასევე ჩაება საოჯახო ბიზნესში, რის გამოც მას ბევრი მოგზაურობა უწევდა როგორც კოლომბიის მასშტაბით, ისე მეზობელ ქვეყნებში.

მან პოლიტიკური მოღვაწეობა 1823 წელს დაიწყო, როდესაც პირველად გახდა კონგრესმენი. 1828 წელს იგი ოკანიის კონვენციაზე დელეგატის სტატუსით წარსდგა. მალევე იგი იმ დელეგაციის შემადგენლობაში შევიდა, რომელიც ხოსე ანტონიო პაესთან მოსალაპარაკებლად გაიგზავნა. დელეგაციის მიზანი იყო, დაერწმუნებინათ პაესი, რომ ვენესუელა დიდი კოლუმბიის შემადგენლობიდან არ გამოსულიყო.

1829 წელს მან მხარი დაუჭირა ხოსე მარია კორდოვას აჯანყებას დიქტატორისა და განმანთავისუფლებლის, სიმონ ბოლივარის წინააღმდეგ.

ანტიოკიის გუბერნატორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი გუბერნატორობის პერიოდში დაარსდა ქალაქები: კამპამენტო, კოკორნა, ებეხიკო, ენტრერიოსი, ხირარდოტა და ლიბორინა. მან ასევე ლობირება გაუწია პროექტს, რომელიც თანამედროვე ზღვისკენ მიმავალი გზის წინამორბედად იქცა.

რესპუბლიკის პრეზიდენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პედრო ალკანტარა ერნანის პრეზიდენტობის დროს მას სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. პრეზიდენტი ალკანტარა ერნანი უზენაესთა ომში არმიის ხელმძღვანელობით იყო დაკავებული, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი დომინგო კაისედო ძალიან ავად იყო თანამდებობის დასაკავებლად, ამიტომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა არანსასუ 1841 წლიდან 1842 წლამდე

სიკვდილი და მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუან დე დიოს არანსასუ 1845 წლის 14 აპრილს, კიბოთი გარდაიცვალა.[2]

1853 წელს, კალდასის დეპარტამენტში, მის პატივსაცემად დასახელებული ქალაქი არანსასუ დაარსდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 varios autores Diccionario biográfico españolReal Academia de la Historia, 2011.
  2. Archived copy. ციტირების თარიღი: December 16, 2018