შინაარსზე გადასვლა

ხუან დემოსთენეს აროსემენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუან დემოსთენეს აროსემენა
დაბადების თარიღი 24 ივნისი, 1879(1879-06-24)[1]
დაბადების ადგილი პანამა
გარდაცვალების თარიღი 16 დეკემბერი, 1939(1939-12-16) (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი პენონომე
მოქალაქეობა  პანამა

ხუან დემოსთენეს აროსემენა (დ. 24 ივნისი, 1879 – გ. 16 დეკემბერი, 1939) — პანამის პრეზიდენტი 1936 წლის 1 ოქტომბრიდან 1939 წლის 16 დეკემბრამდე.[2][3] იგი ეროვნულ ლიბერალურ პარტიას ეკუთვნოდა. მისი ვიცე-პრეზიდენტები იყვნენ კონსერვატორი აუგუსტო სამუელ ბოიდი და ეზეკიელ ფერნანდეს ხაენი, „ეროვნული რევოლუციური პარტიის“ (დღევანდელი პანამენიისტური პარტია) უმაღლესი ლიდერი და დამფუძნებელი. იგი პანამის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას გარდაიცვალა. მისი ადგილი მცირე ხნით მისმა მეორე ვიცე-პრეზიდენტმა, ეზეკიელ ფერნანდეს ხაენმა დაიკავა, სანამ პირველი ვიცე-პრეზიდენტი, აუგუსტო სამუელ ბოიდი, ვაშინგტონიდან (სადაც პანამის ელჩად მსახურობდა) პანამაში დაბრუნდებოდა.

ხუან დემოსთენეს აროსემენას პრეზიდენტობამ ძალისხმევის უდიდესი ნაწილი განათლებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობას დაუთმო.

მისი სიძე (დის ქმარი), ალსიბიადეს აროსემენა, მოგვიანებით მსახურობდა პრეზიდენტად 1951 წლიდან 1952 წლამდე.

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. „AROSEMENA BECOMES PRESIDENT OF PANAMA; Stresses Improved Relations With U.S. as the Result of Roosevelt's Policy“. The New York Times (ინგლისური). 1936-10-02. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2023-05-27.
  3. Pearcy, Thomas L. (1996). „Panama's Generation of '31: Patriots, Praetorians, and a Decade of Discord“. The Hispanic American Historical Review. 76 (4): 691–719. doi:10.2307/2517949. ISSN 0018-2168.