შინაარსზე გადასვლა

ხუან ბაუტისტა ალბერდი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუან ბაუტისტა ალბერდი
ესპ. Juan Bautista Alberdi
დაბადების თარიღი 29 აგვისტო, 1810(1810-08-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი სან-მიგელ-დე-ტუკუმანი
გარდაცვალების თარიღი 19 ივნისი, 1884(1884-06-19)[8] [1] [2] [3] [4] [7] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნეიი-სიურ-სენი
მოქალაქეობა  არგენტინა
განათლება ბუენოს-აირესის ეროვნული კოლეჯი და National University of Córdoba[9]
მამა სალვადორ ალბერდი

ხუან ბაუტისტა ალბერდი (დ. 1810 – გ. 1884) — არგენტინელი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, ფილოსოფოსი და სოციოლოგი. თავისი წიგნით „ომის დანაშაული“ (დაწერილია 1864–1870 წლებში, პარაგვაის ომის შთაბეჭდილებით), ალბერდი შევიდა ისტორიაში, როგორც ომის მგზნებარე მოწინააღმდეგე და დედამიწაზე მშვიდობისა და ძმობის მქადაგებელი. მან ომები გამოაცხადა ბოროტმოქმედებად. ის ამ უკანასკნელს აფასებდა სამართლისა და ქრისტიანული მორალის პოზიციებიდან. მასზე დიდი გავლენა იქონია გროციუსმა.

ალბერდი იყო არგენტინის მაშინდელი მმართველის ხუან მანუელ დე როსასის მოწინააღმდეგე. ამიტომ, იგი გადაასახლეს 1838-წელს. ის სწავლობდა ურუგვაიში სამართალს და ასევე ცხოვრობდა ჩილესა და ევროპაში. 1852-წელს როსასის დამხობის შემდეგ ალბერდმა დაწერა წიგნი, „არგენტინის რესპუბლიკის პოლიტიკური ორგანიზაციის საფუძვლები და საწყისი წერტილები“, რომელმაც დიდი გავლენა იქონია არგენტინის კონსტიტუციაზე. მისი განცხადებით აუცილებელი იყო ფედერალური მთავრობის არსებობა და უცხოური კაპიტალებისა და იმიგრანტების მოზიდვა. მისი მიდგომა ასახული იყო წიგნ "„მართვა არის დასახლება“.

1850-იან წლებში ალბერდი იყო არგენტინის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პარიზში, მადრიდში, ვაშინგტონსა და ლონდონში. ის იყო პარაგვაის ომის (1864–1870) მოწინააღმდეგე, ამიტომ, 1860-იან წლებში ოფიციალური კეთილგანწყობა დაკარგა. სიცოცხლის ბოლო წლები ევროპაში გაატარა.

  • ფილოსოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1987.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]