შინაარსზე გადასვლა

ხუანგხეს ცივილიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუანგხეს აუზი
ქვის ნამგალი, პეილიკანგის კულტურა (ძვ.წ. 7000–5000 წწ.)
იანგშაოს კულტურის სოფლის მაკეტი (ძვ.წ. 4800–2500 წწ.)
ტავენქოუს კულტურის ჭურჭელი (ძვ.წ. 4300–2400 წწ.)

ყვითელი მდინარის ცივილიზაცია, ხუანგხეს ცივილიზაცია ან ხუანგხეს ველის ცივილიზაცია (ჩინ.: 河南文明) — უძველესი ჩინური ცივილიზაცია მდინარე ხუანგხეს ცენტრალურ და ქვედა აუზებში.[1] ამ ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობა ყვითელი მდინარის ჭალებში დაიწყო და მალევე, წყალდიდობების კონტროლისა და ყვითელი მდინარის ირიგაციის წყალობით, ქალაქები განვითარდა და პოლიტიკური ძალაუფლებაც გაძლიერდა. ხუანგხეს ცივილიზაცია „ძველი სამყაროს ოთხი ძირითადი ცივილიზაციიდან“ ერთ-ერთია და ხშირად შედის აღმოსავლეთ აზიის ისტორიის სახელმძღვანელოებში. თუმცა, ამ სიაში მხოლოდ ყვითელი მდინარის ცივილიზაციის მოხსენიების პრაქტიკა მოძველდა, რაც დღევანდელი ჩინეთის ტერიტორიაზე სხვა ადრეული კულტურების, კერძოდ კი იანძისა და ლიაოს ცივილიზაციების აღმოჩენის შედეგია. ამ ტერიტორიაზე ნეოლითის ეპოქის იანგშაოსა და ლუნგშანის კულტურები არსებობდა და განვითარდა შანგისა და ჭოუს დინასტიებად, ბრინჯაოს ხანაში.

ყვითელი მდინარის ხეობის შუა ნეოლითის დასახლების მოდელი
  • ნანჭუანგთოუ (სხვადასხვა დათარიღების მიხედვით, ძვ. წ. 10600-დან 7500 წლამდე)
  • პეილიკანგის კულტურა (ძვ. წ. 7000 – ძვ. წ. 5000)[2]
  • ციშანის კულტურა (ძვ. წ. 6500 – ძვ. წ. 5000 წწ.)
  • ტატივანური კულტურა (ძვ. წ. 6000 – ძვ. წ. 5000 წწ.)
  • პეისინის კულტურა (ძვ. წ. 6000 – ძვ. წ. 5000 წ.)
  • იანგშაოს კულტურა (ძვ. წ. 5000 – ძვ. წ. 3000 წწ.)
  • ტაუენქოუს კულტურა (ძვ.წ. 4300 – ძვ.წ. 2400)
  • ლუნგშანის კულტურა (ძვ.წ. 3000 – ძვ.წ. 1900)
  • შიმაოს კულტურა (ძვ.წ. 2300 - ძვ.წ. 1800)
  • ერლითოუს კულტურა (ძვ.წ. 2000 – ძვ.წ. 1600)
  • ერლიკანგის კულტურა (ძვ.წ. 1600 – ძვ.წ. 1400)
  • იანძის ცივილიზაცია
  • ლიაოს ცივილიზაცია
  1. Ge, Jianxiong; Hu, Yunsheng (2021), Ge, Jianxiong; Hu, Yunsheng, რედრედ., "The Yellow River and the Yellow River Civilization", A Historical Survey of the Yellow River and the River Civilizations, Understanding China (Singapore: Springer): pp. 1–48, , ISBN 978-981-334-481-5
  2. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).