შინაარსზე გადასვლა

ხუანა ინეს დე ლა კრუსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხუანა ინეს დე ლა კრუსი
ესპ. Juana Inés de Asbaje y Ramírez de Santillana
დაბ. თარიღი 12 ნოემბერი, 1651(1651-11-12)[1] [2]
დაბ. ადგილი Nepantla de Sor Juana Inés de la Cruz, ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფო, კასტილიისა და ლეონის სამეფო[3]
გარდ. თარიღი 17 აპრილი, 1695(1695-04-17)[4] [1] [5] [6] [7] [8] [3] (43 წლის)
გარდ. ადგილი მეხიკო, ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფო, კასტილიისა და ლეონის სამეფო[3]
დასაფლავებულია მეხიკო
მოქალაქეობა ესპანეთის იმპერია
საქმიანობა პოეტი[9] , რელიგიური და, მწერალი[10] [11] , მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, კომპოზიტორი, დრამატურგი, cloistered nun და მონაზონი[12]
ხელმოწერა

ხუან ინეს დე ასბახე ი რამირეს დე სანტილიანა, უფრო ცნობილი როგორც მონაზონი ხუანა ინეს დე ლა კრუზი იერონიმელი (. 12 ნოემბერი, 1651. 17 აპრილი, 1695), — ახალი ესპანეთის (დღევანდელი მექსიკის) მწერალი, ფილოსოფოსი, კომპოზიტორი და ბაროკოს პერიოდის პოეტი, ასევე იერონიმელთა ორდენის მონაზონი. მისი თანამედროვეები მას უწოდებდნენ „მეათე მუზას“ და „ამერიკის ფენიქსს“.[13]

როგორც ახალი ესპანეთის ესპანურ-კრიოლის წარმოშობის ავტორი, მონაზონი ხუანა იყო ამერიკაში დაბადებულთა შორის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ესპანური ოქროს ხანის ლიტერატურაში, ისეთ მწერლებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ხუან რუის დე ალარკონი და გარსილასო დე ლა ვეგა „ელ ინკა“. ის ითვლება ესპანურენოვანი ლიტერატურისა და მექსიკის ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალ ავტორად.

სორ ხუანას მნიშვნელობა სხვადასხვა საზოგადოებისთვის დროთა განმავლობაში განსხვავებული იყო: იგი წარმოდგენილიც კი იყო კათოლიკე წმინდანად გამოცხადების კანდიდატად; ასევე იქცა მექსიკური ნაციონალიზმის სიმბოლოდ, სიტყვის თავისუფლების, ქალთა უფლებების და სექსუალური მრავალფეროვნების ეტალონად, რის გამოც იგი დღემდე რჩება დავისა და დისკუსიის საგნად.

ხუანა დაიბადა სან მიგელ ნეპანტლაში (დღევანდელი სახელწოდებით — ნეპანტლა დე სორ ხუანა ინეს დე ლა კრუზი), მეხიკოს მახლობლად, როგორც უკანონო შვილი. მისი მამა იყო დონ პედრო მანუელ დე ასუახე ი ვარგას-მაჩუკა (1602–1680) — ესპანელი საზღვაო კაპიტანი კანარის კუნძულებიდან, რომელიც კოლონიურ ტრანსატლანტიკურ გადაზიდვებსა და ვაჭრობაში მონაწილეობდა. დედა — დონია ისაბელ რამირეს დე სანტილიანა ი რენდონი (1626–1690) — მაღალი ფენის კრიოლა(ესპ. criolla) — ეს ტერმინი გამოიყენებოდა ესპანური კოლონიური პერიოდის დროს და აღნიშნავდა ახალ სამყაროში (ამერიკაში) დაბადებულ ესპანური წარმოშობის ადამიანს.) ქალი იყო, რომლის მამა ქირაობდა ჰასიენდა დე პანოაიანს, მეხიკოს მახლობლად.[14]

ჰასიენდა პანოაიანი ამეკამეკაში — იყო რამირეს დე სანტილიანას ოჯახის რეზიდენცია.

არსებობს ორი განსხვავებული ნათლობის ჩანაწერი, რომლებიც ხუანას უკავშირდება — ერთი 1648 წელს სახელით „Juana“ და მეორე 1651 წელს სახელით „Inés“; ეს საკითხი დღემდე კვლევის და აკადემიური დისკუსიის საგანია.[15], თუმცა მკვლევართა შორის თანხმობა არსებობს, რომ იგი იყო დონია ისაბელ რამირეს დე სანტილიანას სამი არალეგიტიმური შვილიდან ერთ-ერთი, რომელიც დონ პედრო დე ასუახეს ჰყავდა.

რადგან მონაზონი ხუანა, მამამ, ადრეულ ასაკში მიატოვა და მასთან თითქმის არ ჰქონდა ურთიერთობა,[16] ბავშვობა მთლიანად დედის ოჯახის გარემოცვაში გაატარა, პანოაიანის ნაკვეთში, ამეკამეკაში. ამ მიწის ნაკვეთს მისი დედის მამა — ხუანას ბაბუა — ქირაობდა და იქ ცხოვრობდა რამირეს დე სანტილიანას დიდი ოჯახი.[17]

მისი ნათესავებიდან ბევრ ქალს ერქვა „ინეს“, მათ შორის იყვნენ: ბებია — ინეს დე ბრენესი, დედის დეიდა — ინეს რამირეს დე სანტილიანა, და ბიძაშვილი — ინეს დე ბრენეს ი მენდოსა, რომელიც დაქორწინებული იყო ანტონიო დე სავედრა გუსმანის შვილიშვილზე — ამერიკაში დაბადებულ პოეტზე, რომლის ნაწერებიც დაიებჭდა.[18]

მონაზონი ხუანა მოგვიანებით გენიოს ბავშვად აღიარეს. ის განათლებას იღებდა სახლში — პაპაიას მიწაზე, სადაც ეცნობოდა ლათინურ და ნაუატლის (აცტეკთა) ენებს,[19] და სწავლობდა ფილოსოფიასა და მათემატიკას. მას თავისუფლად შეეძლო ბაბუის პირადი ბიბლიოთეკის გამოყენებაც.

ბავშვობაში ინესა ხშირად იმალებოდა ჰასიენდას პატარა სამლოცველოში, სადაც კითხულობდა ისეთ წიგნებს, რომლებიც გოგონებისთვის აკრძალული იყო. სამი წლის ასაკში მან უკვე იცოდა ლათინურად წერა და კითხვა. ხუთი წლის ასაკში, გადმოცემის მიხედვით, შეეძლო არითმეტიკული გამოთვლები. რვა წლის ასაკში მან დაწერა ლექსი ევქარისტიაზე. მოზარდობაში მან შეისწავლა ბერძნული ლოგიკა, ხოლო ცამეტი წლის ასაკში ასწავლიდა ლათინურს პატარა ბავშვებს. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ მან ასევე იცოდა ნაუატლი, აცტეკური ენა, და ბავშვობაში წერდა პატარა ლექსებს ამ ენაზე, თუმცა ეს მოსაზრება ბოლო დროინდელმა კვლევებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.[20]

  1. 1.0 1.1 Cruz, Juana Inés de La // Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2017. — ISBN 978-0-19-977378-7doi:10.1093/BENZ/9780199773787.ARTICLE.B00045050
  2. datos.bne.es: El portal de datos bibliográficos de la Biblioteca Nacional de España — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Enciclopedia de la Literatura en México
  6. FemBio database
  7. Discogs — 2000.
  8. Find a Grave — 1996.
  9. poets.org
  10. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  11. Latin American Women Writers: an EncyclopediaISBN 978-0-415-97971-9
  12. Národní autority České republiky
  13. Gobernación, Secretaría de. Conoce más acerca de Sor Juana Inés de la Cruz es. ციტირების თარიღი: 2021-07-01
  14. Kennett, Frances (May 2003). „Sor Juana and the Guadalupe“. Feminist Theology. 11 (3): 307–324. doi:10.1177/096673500301100305. S2CID 144363376.
  15. Arenal, Electa; Powell, Amanda (1993). „A Life Without and Within: Juana Ramírez / Sor Juana Inés de la Cruz (1648/51-1695)“. Women's Studies Quarterly. 21 (1/2): 67–80. JSTOR 40003874.
  16. Project Vox Team. Sor Juana (1648-1695). ციტირების თარიღი: 2025-02-12
  17. "Sor Juana Inés de la Cruz", Academy of American Poets
  18. Cervantes, Biblioteca Virtual Miguel de. La Fe de bautismo de "Inés hija de la iglesia" de Sor Juana es. ციტირების თარიღი: 2021-09-21
  19. Murray, Stuart (2009). The Library: An Illustrated History. Chicago: Skyhorse Publishing. ISBN 978-0-8389-0991-1.
  20. Townsend, Camilla (2015). „Sor Juana's Nahuatl“ (PDF). Le Verger. VIII: 1–11.