ხრისტო კაბაქჩიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხრისტო კაბაქჩიევი
დაბადების თარიღი 2 იანვარი, 1878(1878-01-02)
დაბადების ადგილი გალაცი
გარდაცვალების თარიღი 6 ოქტომბერი, 1940(1940-10-06) (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა ბულგარეთი
 სსრკ
განათლება სოფიის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
პარტია ბმსდპ, ბმსდპ (ვ. ს.), სკპ(ბ)
ძირითადი იდეები მარქსიზმი

ხრისტო სტეფანოვ კაბაქჩიევი (დ. 2 იანვარი, 1878, გალაცი, რუმინეთი — გ. 6 ოქტომბერი, 1940, მოსკოვი) — ბულგარეთისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე, პუბლიცისტი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1935). დაიბადა მასწავლებლის ოჯახში. 1894 წელს იყო გაბროვოში სტუნდენტური სოციალისტური წრის ერთ-ერთი ორგანიზატორი.[1] 1905–1928 წლებში ბულგარეთის მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის (ბმსდპ) (ვიწრო სოციალისტების — ვ. ს.) ცკ-ის წევრი, 1919 წლიდან ბულგარეთის კომუნისტური პარტიის (ბკპ) ცკ-ის წევრი. II ინტერნაციონალის შტუტგარტის (1907), კოპენჰაგენის (1910) და ბაზელის (1912) კონგრესების დელეგატი ბმსდპ (ვ. ს.)-გან. 1914–1923 წლებში იყო სახალხო კრების დეპუტატი. მონაწილეობდა კომინტერნის II (1920), III (1991), IV (1992) და VI (1998) კონგრესების მუშაობაში. ბულგარულ ენაზე თარგმნა ვლადიმერ ლენინის რიგი შრომები. 1920 წელს შეხვდა და პირადად გაიცნო იგი. 1923 წელს გახდა ბულგარეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მდივანი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სექტემბრის აჯანყების (1923) მოწყობაში. 1923–1926 წლებში პატიმრობაში იყო, 1927 წლის მაისში ემიგრაციაში წავიდა სსრკ-ში. 1928 წელს სკპ(ბ)-ის წევრი გახდა. ამავე წლიდან იყო მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის, ხოლო 1938 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი მუშაკი.[2] მუშაობდა მუშაობდა ბულგარეთის კომუნისტური პარტიის, ბულგარეთის და ბალკანეთის სხვა ქვეყნების ისტორიის, აგრეთვე საერთაშორისო მუშათა მოძრაობის პრობლემებზე.[1]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Избрани произведения, София, 1953;
  • Спомени, София, 1955.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Колева Т. Христо Кабакчиев : Биобиблиография. — София, 1958.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Бирман М. А. Кабакчиев Христо Стефанов // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 11 — М., 1973.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 292.