ხრისტოფ ჰენდრიკ დიდერიკ ბაის-ბალოუ
ხრისტოფ ჰენდრიკ დიდერიკ ბაის-ბალოუ (ნიდერლ. Christophorus Henricus Didericus Buys Ballot; დ. 10 ოქტომბერი, 1817 — გ. 3 თებერვალი, 1890) — ნიდერლანდელი ქიმიკოსი და მეტეოროლოგი. სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი-კორესპონდენტი (1887). 1854 წელს მან შეადგინა სინოპტიკური ქარის რუკები. ის იყო ნიდერლანდების მეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. მან ემპირიულად გამოიტანა ქარის ბრუნვის კანონი დაბალი წნევის არეალის გარშემო, რომელსაც მისი სახელი ჰქვია. მან ჰოლანდიაში შექმნა, შტორმის გამაფრთხილებელი სისტემა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბაის-ბალოუ კლუტინგში დაიბადა, მღვდელი ენტონი იაკობუსის ოჯახში. მისი დედა იყო გერტრუდ ფრანცისკა ლიქს რავენი. ის სწავლობდა მინერალოგიას, გეოლოგიას და თეორიულ ქიმიას უტრეხტის უნივერსიტეტში. მან დაასრულა ასპირანტურა 1844 წელს. 1847 წელს მან დაიწყო მათემატიკის სწავლება იმავე უნივერსიტეტში, ხოლო 1867 წელს - ფიზიკის.
ბაის-ბალოუ მეტეოროლოგიით დაინტერესდა ტელეგრაფისა და დისტანციური შეტყობინების სისტემების გამოგონების შემდეგ. 1850-იანი წლებიდან ის იწერდა ტელეგრაფით მიღებულ ამინდის მონაცემებს. 1854 წელს იგი გახდა მეტეოროლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა საერთაშორისო თანამშრომლობის საჭიროება. 1873-1879 წლებში იყო საერთაშორისო მეტეოროლოგიური კომიტეტის პირველი თავმჯდომარე, რომელიც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წინამორბედი იყო.
ბაის-ბალოუ უფრო პრაქტიკოსი იყო, ვიდრე თეორეტიკოსი. მისი სახელობის კანონი პირველად 1790 წელს აღწერა გერმანელმა მეცნიერმა გენრიხ ვილგელმ ბრანდესმა. თუმცა, სწორედ ბაის-ბალოუმ დაადასტურა კანონი და დაიწყო მისი გამოყენება საზღვაო ნავიგაციაში. 1850-იანი წლებიდან, ბაის-ბალოუს ხელმძღვანელობით, მეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა დაიწყო პირველი საზღვაო რუკების გამოქვეყნება, რომლებიც მოიცავდა ინფორმაციას ქარის მიმართულების, შტორმების გავრცელების, წვიმისა და ნისლის შესახებ წყლებში. 1860 წლის ივნისში მან შტორმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემა შექმნა.
ბაის-ბალოუ, შესაძლოა, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოიყენა იზობარული რუკები, რომლებიც აჩვენებდნენ მაღალი და დაბალი წნევის ზონებს (ციკლონები და ანტიციკლონები). მან გამოსცადა ამერიკელი მეცნიერის უილიამ ფერელის და ავსტრიელი მეცნიერის კრისტიან დოპლერის თეორიები.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს ბაის-ბალოუ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 7 8 Catalogus Professorum Academiae Rheno-Traiectinae
- 1 2 Christophorus Henricus Didericus Buys Ballot — 2009.
- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 KNAW Past Members
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- ↑ Бёйс-Баллот Христофор Хенрик Дидерик // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- 1 2 3 https://hetutrechtsarchief.nl/collectie/609C5B9B2DB04642E0534701000A17FD
- ↑ Vrij M. D., Peter van der Krogt Repertorium van Nederlandse kaartmakers 1500 - 1900 — 2003.
- 1 2 3 4 5 6 7 8 Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ https://www.nationaalarchief.nl/onderzoeken/archief/2.02.32/invnr/891ED.6/file/00027911.PDF
- ↑ https://www.nationaalarchief.nl/onderzoeken/archief/2.02.32/invnr/891ED.6/file/00027912.PDF