შინაარსზე გადასვლა

ხრისტოფ არნოლდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხრისტოფ არნოლდი
გერმ. Christoph Arnold
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი, 1650(1650-12-17)
დაბ. ადგილი Sommerfeld
გარდ. თარიღი 15 აპრილი, 1695(1695-04-15) (44 წლის)
გარდ. ადგილი Sommerfeld
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა ასტრონომი[1] [2]
განთქმული მოსწავლეები მარია კირხი[3]

ხრისტოფ არნოლდი (გერმ. Christoph Arnold; დ. 17 დეკემბერი, 1650, ზომერფელდი — გ. 15 აპრილი, 1695, ლაიფციგი) — გერმანელი ასტრონომი.

ხრისტოფ არნოლდი ფერმერი იყო, იგი ასტრონომიით იყო გატაცებული და საკუთარ სახლში ობსერვატორია მოაწყო. 1683 წელს მან ჰეველიუსამდე რვა დღით ადრე, დიდი კომეტა აღმოაჩინა. 1686 წელს ის ლაიფციგში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გოტფრიდ კირხთან ერთად 1686 წლის დიდ კომეტას აკვირდებოდა. 1690 წლის 13 ოქტომბერს აკვირდებოდა მერკურის მზეზე ტრანზიტს, რისთვისაც ქალაქ ლაიფციგის სუბსიდია და საგადასახადო შეღავათი მიიღო. მან გამოაქვეყნა თავისი ნაშრომი „Göttliche Gnadenzeichen, in einem Sonnenwunder vor Augen gestellt“ (ლაიფციგი, 1692), რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მერკურის მზის დისკზე ტრანზიტის დაკვირვების შედეგებს მოიცავს.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს არნოლდი.

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #116349883 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. Bruhns K. C. Arnold, Christoph // Allgemeine Deutsche BiographieL: 1875. — ტ. 1. — S. 584–585.
  3. MacTutor History of Mathematics archive — 1995.