ხრამჰეს II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ხრამჰეს II — მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამზე, ქალაქ წალკაში. ტიპური დერივაციული სადღეღამისო რეგულირების ჰიდროელექტროსადგურია. წარმოადგენს ხრამჰესების კასკადის მეორე საფეხურს. სადგურზე გამოიყენება ხრამჰეს I-ის გადამუშავებული წყლის, ხრამჰეს I-ის და ხრამჰეს II-ის კაშხლებს შორის მდინარე ხრამის დამატებითი დინების, მდინარე ყარაბულახისა და მდინარე ჭოჭიანის ერთობლივი წყალჩამონადენი. ჰესის მშენებლობა 1954 წელს დაიწყო. მისი ორივე აგრეგატი საექსპლუატაციოდ გადაეცა 1963 წელს. დადგმული სიმძლავრეა 110 ათ. კვტ და საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 184 მილიონი კილოვატსაათი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]