ხოჯა დეჰანი
იერსახე
ხოჯა დეჰანი | |
---|---|
საქმიანობა | პოეტი |
ხოჯა დეჰანი – XIII საუკუნის თურქი პოეტი, წარმოშობით ხორასნიდან იყო. დასახლდა კონიაში და სელჩუკთა სულთნის ალაედინ III–ის კარზე მოღვაწეობდა. წერდა ღაზალებს და კასიდებს. სულთნის ბრძანებით დაუწერია „სელჩუკური შაჰნამე“, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი ლექსები საერო მოტივებზეა აგებული, ფორმით სრულყოფილია და სტრუქტურით სპარსულ კლასიკურ ლექსს უახლოვდება. მისი მსოფლმხედველობა ეყრდნობა არა მისტიკურსა და ირეალურს, არამედ ამქვეყნიურს.
ხოჯა დეჰანის შემოქმედებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დივანის (კლასიკური) ლიტერატურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაველიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 506.