შინაარსზე გადასვლა

ხოჯა ალი რიზა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხოჯა ალი რიზა
დაიბადა 1858
დაბადების ადგილი იუსქიუდარი
გარდაიცვალა 20 მარტი, 1930(1930-03-20)[1]
გარდაცვალების ადგილი იუსქიუდარი

ჰოჯა ალი რიზა (თურქ. Hoca Ali Rıza, დ. 1858, უსკუდარი, სტამბოლი — გ. 20 მარტი, 1930, უსკუდარი, სტამბოლი) — თურქი მხატვარი და ხელოვნების მასწავლებელი, რომელიც ცნობილია ძირითადად თავისი იმპრესიონისტული პეიზაჟებითა და არქიტექტურული ნახატებით.

300
პეიზაჟი 1898

მისი მამა იყო კავალერიის მაიორი და კალიგრაფიის მოყვარული.[2] დაწყებითი განათლების დასრულების შემდეგ რიზა სწავლობდა ყულელის სამხედრო ლიცეუმში, შემდეგ თურქეთის სამხედრო აკადემიაში, სადაც სწავლობდა ხატვას ოსმან ნური ფაშასთან და სულეიმან სეიდთან. 1881 წელს მან სულთან აბდულ ჰამიდ II-ისგან ჯილდო მიიღო. სამი წლის შემდეგ მან სასწავლებელი დაამთავრა ლეიტენანტის წოდებით და დაინიშნა ნური ფაშას თანაშემწედ.[3] ის აპირებდა სწავლის გაგრძელებას ნეაპოლში, მაგრამ იძულებული იყო გეგმები შეეცვალა, იქ ქოლერის ეპიდემიის გამო.[4]

ქალწულის კოშკი 1894

1891 წელს შეუერთდა თურქულ-ისლამური არტეფაქტების შემსწავლელ სამთავრობო კომისიას. ოთხი წლის შემდეგ მას მიენიჭა კოლგასის (უფროსი კაპიტანი) წოდება და დაიწყო მუშაობა დიზაინერად ახალ საიმპერატორო ფაიფურის ქარხანაში. ის ასევე მუშაობდა ფაუსტო ზონაროსთან, რომელიც ხატვას ასწავლიდა ილდიზის სასახლეში ადგილობრივი წარჩინებულის მეუღლეს. ბერძნულ-თურქეთის ომის დროს იგი საბრძოლო მხატვარი იყო იონიაში. 1903 წელს მსახურობდა სიძველეთა მუზეუმის შექმნის კომისიაში. ექვსი წლის შემდეგ იგი გახდა „ომის პუბლიკაციების ოფისის“ ხელმძღვანელი და იქ მსახურობდა ორი წლის განმავლობაში. იმ წლებში იგი ასევე იყო ოსმალეთის ხელოვანთა ასოციაციის თავმჯდომარე. 1911 წელს პენსიაზე გავიდა იარბაის (პოდპოლკოვნიკის) წოდებით.

1914 წელს მან დაიწყო პეიზაჟის მხატვრობის სწავლება სახვითი ხელოვნების სკოლაში (ახლანდელი მიმარ სინანის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტი). განათლების სამინისტროში სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გადავიდა ჩამლიჯაში, გოგონების საშუალო სკოლაში, სადაც სამი წელი დაჰყო. შემდეგ მუშაობდა უსკუდარის სხვა გოგონათა სკოლაში, ხოლო 1929 წლიდან სიკვდილამდე მუშაობდა ვაჟთა სკოლაში.

სიცოცხლის განმავლობაში მისი ბოლო გამოფენა, რომელიც ორგანიზებული იყო მხატვრისა და პარლამენტის წევრის, ჯელალ ესათ არსევენის მიერ, გაიმართა პარიზში 1928 წელს. ხოჯა ალი რიზას ნამუშევრები ძალიან ღირებული იყო თურქეთის ახალგაზრდა რესპუბლიკის დროსაც კი. მისი გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ, მისი ნამუშევრების გამოფენა კვლავაც ეწყობა სახელმწიფო გამოფენებზე. 1933 წელს ანკარაში ჰალკევლერის საზოგადოებამ მხატვრის ნამუშევრები თავის პირველ გამოფენაზე წარადგინა. ამას მოჰყვა კიდევ 16 პერსონალური გამოფენა, რამაც გააძლიერა მისი, როგორც თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლანდშაფტის მხატვრის რეპუტაცია.[5]

  • Nurullah Berk: Hoca Ali Rıza’nın Sanatı. In: Arkitekt Dergisi Sayı, Nr. 298, 1960
  • Ömer Faruk Şerifoğlu: Hoca Ali Rıza, 1858—1930. (= Türk Ressamları Dizisi, Band 9), Yapı Kredi Yayınları, 2005, ISBN 975-08-0996-3
  • Atila Taşpınar: Hoca Ali Rıza Bey. Boyut Yayın Grubu, 2012, ISBN 978-975-230-982-1
  • Wendy M. K. Shaw: Ottoman Painting: Reflections of Western Art from the Ottoman Empire to the Turkish Republic. I. B. Tauris, London/New York 2011, S. 91-100
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხოჯა_ალი_რიზა“-დან