ხოძის მესამე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხოძის მესამე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოძში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

შემაღლებულ ადგილზე მდგარი, ფლეთილი ქვითა და კირის დუღაბით ნაგები კოშკი საგრძნობლად დაზიანებულია. ჩამონგრეულია სამხრეთი და აღმოსავლეთი კედლები. შემორჩენილია ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლები ოთხ მეტრ სიმაღლემდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004