ხოშუტები
ხოშუტები (მონღ. ხოშუდები; ჩინ. 和碩特, პინ. héshuòtè) — ჩინეთში მცხოვრები ოირატების ეთნოჯგუფი (10 ათასი ადამიანი). ცხოვრობენ კუკუნორის ტბის რაიონში, ცინჰაის პროვინციაში. ასევე, მონღოლეთში (208 ადამიანი). წარმოადგენენ შუა საუკუნეების ხოშუტთა მემკვიდრეებს. ისინი ენათესავებიან მონღოლეთში დერბეტებს და ტორგუტებს (მონღოლი ხალხების ეთნოჯგუფები), ასევე, რუსეთში — ყალმუხებს.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მორწმუნე ხოშუტები ძირითადად ბუდისტები არიან. ისინი ტრადიციულად ტიბეტური ბუდიზმის გელუგის სკოლის და მისი ტრადიციებისა და რიტუალების დამცველები არიან. სკოლის დასახელება მონღოლურ სამყაროში უფრო მეტად ცნობილია სახელით — „ყვითელი რწმენა“, რადგან ამ სკოლის მიმდევარი სასულიერო პირები გამოირჩევიან ტრადიციული ატრიბუტით — „ყვითელი ქუდით“.
ოირატის ტომთა შორის ბუდიზმის გავრცელება დაიწყო XVI საუკუნეში. ამ მიმდინარეობის გავრცელების საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხოშუტთა ბელადის, გუში ხანის მოღვაწეობას, რომელიც თავგამოდებით ებრძოდა გელუგის ფილოსოფიური სკოლის მოწინააღმდეგეებს. ერთ-ერთი გამარჯვების შემდეგ, მან 1642 წელს დალაი ლამა V ცენტრალური ტიბეტის ბუდისტთა სრულუფლებიან მფარველად, საკუთარი თავი კი ერის მმართველად აღიარა.
მონღოლეთის სახალსო რესპუბლიკის შიდა ავტონომიურ რაიონში, ალაშანის აიმაკში, ცხოვრობს დაახლოებით 3 ათასი მუსლიმი ხოშუტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხოშუტების ისტორიიდან დაარქივებული 2019-06-01 საიტზე Wayback Machine.
- ოირატები (ჯუნგარები, დასავლეთის მონღოლები) დაარქივებული 2019-01-22 საიტზე Wayback Machine.
- ოირატები - ყალმუხები: თაობა და საუკუნე