ხოშბახტ იუსუფ-ზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხოშბახტ იუსუფ-ზადე
დაბადების თარიღი 14 იანვარი, 1930
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
გარდაცვალების თარიღი 3 ოქტომბერი, 2023 (93 წლის)
მოქალაქეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
საქმიანობა მეცნიერი

ხოშაბხტ ბაღირ-ოღლუ იუსუფ-ზადე (იუსუფზადე) (აზერ. Xoşbəxt Bağır oğlu Yusifzadə; დ. 14 იანვარი 1930, ბაქო — გ. 3 ოქტომბერი, 2023) — მენავთობე, აზერბაიჯანის სახნავთკომპანია SOCAR-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სსრკ-ს საპატიო მენავთობე, აზერბაინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის საზღვარგარეთელი წევრი, რუსეთის ინჟინერთა საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, „ნაციონალური ატლასის“ რედაქციის წევრი,[1] „მე — აზერბაიჯანელი!“-ის პრემიის ლაურეატი,[2] აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერიტეტის საპატიო პროფესორი, აზერბაიჯანის დამსახურებული ინჟინერი (2005).

ხოშბახტ იუსიფზადე დაიბადა 1930 წლის 14 იანვარს ბაქოში, პირშაგშის დასახლებაში. 1947 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი ჩააბარა მ. აზიზბეკოვის სახელობის აზერბაინის მრეწველობის ინსტიტუტის (ამჟამად აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის) გეოლოგიური დაზვერვის ფაკულტეტზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1954 წლის მარტში დაინიშნა „გიურგნავთობის“ ტრესტის პირველი შახტის მთავარი გეოლოგის თანამდებობაზე.

1960 წლის სექტემბერსი ხოშბახტ იუსიფზადე დაინიშნა სკკპ XXII ყრილობის სახელობის გეოლოგიური შახტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

1970–1992 წლებში დაკავებული ჰქონდა თანამდებობები უფროსი გეოლოგიდან გაერთიანება „კასპმორნეფტის“, საკავშირო გაერთიანება „კასპმორნეფტგაზპრომის“, საწარმოო გაერთიანება „კასპმორნეფტგაზის“ და საწარმოო გაეერთიანება „კასპმორნეფტის“ გენერალურ დირექტორამდე.

1992–1994 წლებში იყო სახელმწიფო კონცერნ „აზერნეფტის“ პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ასევე გნკარ-ის პრეზიდენტის მრჩეველი. 2004 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით დანიშნული იყო აზერბაიჯანის ნავთობის კომპანიის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე გეოლოგიაში, გეოფიზიკაში და ადგილმდებარეობის დამუშავებაში. 2019 წელს ქალაქ ბაქოს საბუნჩინის რაიონის პირშაგის დასახლებაში მდებარე № 112 სრულ საშუალო სკოლას მიენიჭა ხოშბახტა იუსიფზადეს სახელი.[3]

გარდაიცვალა 2023 წლის 3 ოქტომბერს, 93 წლის ასაკში.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Президент Алиев утвердил новый состав редакции «Национального Атласа». interfax.az. ციტირების თარიღი: 2019-11-10.
  2. Выдающиеся деятели Азербайджана награждены премией «Я азербайджанец!». interfax.az. ციტირების თარიღი: 2019-11-10.
  3. В Баку прошла премьера фильма «Самоотверженный», посвященный Х. Юсифзаде. interfax.az. ციტირების თარიღი: 2019-11-10.
  4. „Xoşbəxt Yusifzadə vəfat edib“. Report İnformasiya Agentliyi (აზერბაიჯანული). 3 ოქტომბერი, 2023. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)