ხოსრო თურმანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თურმანიძე.
ხოსრო თურმანიძე
საქმიანობა პოეტი

ხოსრო თურმანიძე — XVI-XVII საუკუნეების ქართველი პოეტი. „შაჰნამეს“ ქართული ვერსიების — „როსტომიანის“ ერთ-ერთი მთარგმნელი. სვიმონ მეფის დავალებით უშუალოდ სპარსულიდან უთარგმნია „ბარზუნამეს“ შემცველი ტექსტი. სულ გაულექსავს 972 სტროფი. მისი თარგმანი ზუსტად მისდევს დედანს, მაგრამ ლექსი სუსტია. თურმანიძემ დაასრულა „როსტომიანის“ ქართული პოეტური ციკლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბარამიძე ა., როსტომიანი, წგნ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
  • კობიძე დ., შაჰ-ნამეს ქართული ვერსიების სპარსული წყაროები, თბ., 1959;