შინაარსზე გადასვლა

ხოსე ხირალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხოსე ხირალი
ესპ. José Giral Pereira
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი, 1879(1879-10-22)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი სანტიაგო-დე-კუბა[4] [5] ან Santiago de Cuba[6]
გარდაცვალების თარიღი 23 დეკემბერი, 1962(1962-12-23)[4] [1] [6] [5] [2] [7] [3] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი მეხიკო[4]
მოქალაქეობა ესპანეთი
განათლება Universidad Central
შვილ(ებ)ი Francisco Giral

ხოსე ხირალი (დ. 22 ოქტომბერი, 1879 – გ. 23 დეკემბერი, 1962) — ესპანელი პოლიტიკოსი, რომელიც ესპანეთის 75-ე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა ესპანეთის მეორე რესპუბლიკის პერიოდში.[8]

ხირალი სანტიაგო-დე-კუბაში დაიბადა. მან ქიმიისა და ფარმაციის ხარისხები მადრიდის უნივერსიტეტში მიიღო. 1905 წელს იგი სალამანკის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორი გახდა. მან მანუელ ასანიასთან ერთად დააფუძნა პარტია „რესპუბლიკური მოქმედება“. მიგელ პრიმო დე რივერას დიქტატურის დროს იგი რეჟიმის წინააღმდეგ შეთქმულებებში მონაწილეობდა, რის გამოც სამჯერ დააპატიმრეს. მეორე რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ იგი მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის რექტორად და სახელმწიფო მრჩევლად დაინიშნა. 1931-1933 წლებში იგი საზღვაო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მას შემდეგ, რაც დიეგო მარტინეს ბარიომ ვერ შეძლო მთავრობის ჩამოყალიბება 1936 წლის 17 ივლისის სამხედრო ამბოხების შესაკავებლად, ასანიამ ხირალს დაავალა ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც ექსკლუზიურად რესპუბლიკელებისგან იქნებოდა დაკომპლექტებული. ხირალის მთავრობამ 1936 წლის 19 ივლისიდან 4 სექტემბრამდე იარსება. ამის შემდეგ, ტალავერა-დე-ლა-რეინას დაცემისა და მაროკოს არმიის მადრიდთან მიახლოების ფონზე, ხირალი იძულებული გახდა ძალაუფლება ფრანსისკო ლარგო კაბალიეროსთვის გადაეცა.

ესპანეთის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ იგი საფრანგეთში, მოგვიანებით კი მექსიკაში გაემგზავრა. 1945 წელს მან ხუან ნეგრინი შეცვალა ესპანეთის დევნილობაში მყოფი რესპუბლიკური მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტზე და ამ თანამდებობაზე 1947 წლამდე დარჩა.

იგი გარდაიცვალა მექსიკაში. დაქორწინებული იყო მარია ლუისა გონსალეს ი დე ლა კალეზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
  2. 1 2 varios autores Diccionario biográfico español — Real Academia de la Historia, 2011.
  3. 1 2 Munzinger Personen
  4. 1 2 3 Хираль Хосе // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  5. 1 2 http://www.congreso.es/portal/page/portal/Congreso/Congreso/Iniciativas?_piref73_2148295_73_1335437_1335437.next_page=/wc/servidorCGI&CMD=VERLST&BASE=DIPH&FMT=DIPHXD1S.fmt&DOCS=1-1&DOCORDER=FIFO&OPDEF=Y&NUM1=&DES1=&QUERY=%2847170%29.NDIP.
  6. 1 2 http://www.congreso.es/portal/page/portal/Congreso/Congreso/Iniciativas?_piref73_2148295_73_1335437_1335437.next_page=/wc/servidorCGI&CMD=VERLST&BASE=DIPH&FMT=DIPHXD1S.fmt&DOCS=2-2&DOCORDER=FIFO&OPDEF=Y&NUM1=&DES1=&QUERY=%2847170%29.NDIP.
  7. ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija / A. Vujić — LZMK, 2005.
  8. ↑ Trueba, Adolfo Morales (2024), „Spanish Naval Leadership during the Second Republic: José Giral Pereira“, Harding, Richard; Guimerá, Agustín, Sailors, Statesmen and the Implementation of Naval Strategy, Boydell and Brewer, pp. 141–158, , ISBN 978-1-80543-134-3, https://www.cambridge.org/core/product/identifier/9781805431343%23c8/type/book_part