ხოსე ხერი
| ხოსე ხერი | |
| პერუს პრეზიდენტი | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 10 ოქტომბერი, 2025 |
| პრემიერ-მინისტრი | ედუარდო არანა ისა ერნესტო ალვარეს მირანდა |
| წინამორბედი | დინა ბოლუარტე |
პერუს კონგრესის პრეზიდენტი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 26 ივლისი, 2025 – 10 ოქტომბერი, 2025 | |
| პრეზიდენტი | დინა ბოლუარტე |
| წინამორბედი | ედუარდო სალუანა |
| მემკვიდრე | ფერნანდო როსპიგლიოსი |
| დაბადებული | 13 ნოემბერი, 1986 ლიმა, პერუ |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ხოსე ენრიკე ხერი ორე (ესპ. José Enrique Jerí Oré; დ. 13 ნოემბერი, 1986, ლიმა, პერუ) — პერუელი პოლიტიკოსი და იურისტი, რომელიც პერუს 65-ე პრეზიდენტია 2025 წლის 10 ოქტომბრიდან, მისი წინამორბედის, დინა ბოლუარტეს იმპიჩმენტისა და თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ.[1] პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე 2025 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე იყო რესპუბლიკის კონგრესის პრეზიდენტი, ხოლო 2021 წლიდან რესპუბლიკის კონგრესის წევრი იყო, სადაც ლიმას წარმოადგენდა პარტია „ჩვენ ვართ პერუდან“.[2][3] ბოლო ათწლეულში პერუს მერვე პრეზიდენტია, ხოლო 38 წლის ასაკში, ის მესამე ყველაზე ახალგაზრდა და პირველი მილენიალია, რომელიც პერუს პრეზიდენტი გახდა.[1]
რესპუბლიკის კონგრესში პირველად აირჩიეს მარტინ ვისკარას შემცვლელად, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს COVID-19-ის ვაქცინის რიგგარეშედ გაკეთების სავარაუდო მცდელობის გამო.[4] ხერი თანამდებობას ცენტრისტული პარტიის, „ჩვენ ვართ პერუს“ წევრის სიით იკავებდა. 2025 წლის 26 ივლისს აირჩიეს რესპუბლიკის კონგრესის პრეზიდენტად 2025–2026 წლების ყოველწლიური სესიის პერიოდისთვის.[1][5]
დინა ბოლუარტეს ერთსულოვანი იმპიჩმენტისა და თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, რომელიც 2025 წლის 10 ოქტომბერს პერუს საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა, ხერიმ პრეზიდენტობა საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის რანგში დაიკავა.[6] თავის საინაუგურაციო სიტყვაში, ხერიმ პირობა დადო, რომ „დააფუძნებს და უხელმძღვანელებს გარდამავალ, ემპათიურ და ეროვნული შერიგების მთავრობას“ და განაცხადა, რომ ერმა „ომი უნდა გამოუცხადოს დანაშაულს“.[6][7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Mandujano, Edgar. (10 October 2025) José Jerí Oré: el presidente improbable es. ციტირების თარიღი: 10 October 2025
- ↑ ¿Quién es José Jerí, el nuevo presidente del Congreso? es. Caretas (26 July 2025).
- ↑ José Jerí es el nuevo presidente del Congreso: las bancadas que lo apoyaron y cómo fue la votación en el Parlamento es. Infobae (26 July 2025).
- ↑ Peru's Vizcarra banned from public office over vaccine scandal (17 April 2021).
- ↑ Loo, Wendy Milla. (26 July 2025) José Jerí, new president of Congress [PROFILE] es. ციტირების თარიღი: 26 July 2025.
- ↑ 6.0 6.1 Aquino, Marco; Morland, Sarah (10 October 2025). „Peru Congress ousts president, successor vows 'war on crime'“. Reuters. ციტირების თარიღი: 10 October 2025.
- ↑ Ortiz, Andy. (10 October 2025) ¿Quién es José Jerí, el inesperado nuevo presidente de Perú? es. CNN en Español. ციტირების თარიღი: 10 October 2025