ხოსე სან-მარტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხოსე სან მარტინი)
ხოსე სან-მარტინი
ხოსე სან-მარტინი
პერუს პროტექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 აგვისტო 1821 – 20 სექტემბერი 1822
მემკვიდრეფრანსისკო ხავიერ დე ლუნა პისარო

დაბადებული25 თებერვალი 1778
იაპეიუ ლა–პლატა
გარდაცვლილი17 აგვისტო 1850
საფრანგეთი

ხოსე დე სან-მარტინი (ესპ. José Francisco de San Martín y Matorras; 25 თებერვალი 177817 აგვისტო 1850) – ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, არგენტინის ეროვნული გმირი. დამოუკიდებელი პერუს პირველი პრეზიდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პატარა ქალაქ იაპეიუში, რომელიც თანამედროვე არგენტინის კორიენტესის პროვინციაში მდებარეობს. მამამისი ესპანეთის კოლონიური არმიის კაპიტანი იყო. როდესაც ხოსე 6 წლისა იყო მისი მშობლები გადავიდნენ საცხოვრებლად ესპანეთში, სადაც 1785 წელს შეიყვანეს პრესტიჟულ მადრიდის სემინარიაში, სადაც მან სამხედრო განათლება მიიღო.1808-1812 წლებში მონაწილეობდა ესპანელი ხალხის ბრძოლაში ფრანგი დამპყრობლების წინააღმდეგ. 1812 წელს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ესპანელთა ბატონობის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვებთან ერთად შექმნა პატრიოტული ორგანიზაცია. 1816 წელს, რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციების დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, არმიის სარდალი გახდა. 1817 წელს, სან მარტინმა მოაწყო ურთულესი გადასვლა ანდების მთებზე და გაათავისუფლა ჩილე. 1820-1821 წლებში გაათავისუფლა ქვემო პერუ და გამოაცხადა მისი დამოუკიდებლობა. სან-მარტინი ხელმძღვანელობდა პერუს პირველ მთავრობას, მან თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა რეფორმატორმა.1822 წელს ბოლივართან მომხდარი უთანხმოების გამო სან-მარტინი ნებაყოფლობით ჩამოსცილდა სამხედრო და პოლიტიკურ საქმიანობას და გადასახლდა საფრანგეთში, სადაც 1850 წელს გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
პერუს პრეზიდენტი

18211822
შემდეგი:
ფრანსისკო პისარო