ხოსე რაულ კაპაბლანკა
|
ხოსე რაულ კაპაბლანკა 1931 წელს | |
| დაბადების სახელი | José Raúl Capablanca y Graupera |
|---|---|
| მეტსახელი | ჭადრაკის მანქანა |
| ქვეყანა (სპორტი) | კუბა |
| ეროვნება | კუბელი |
| დაბადების თარიღი | 19 ნოემბერი, 1888 |
| დაბადების ადგილი | ჰავანა, კუბა |
| გარდაცვალების თარიღი | 8 მარტი, 1942 (53 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ |
| წოდება | მსოფლიოს ჩემპიონი (1921–1927), დიდოსტატი |
| ჯილდოები და პრემიები | world chess champion |
ხოსე რაულ კაპაბლანკა ი გრაუპერა (ესპ. José Raúl Capablanca y Graupera; დ. 19 ნოემბერი, 1888, ჰავანა, კუბა — გ. 8 მარტი, 1942 (53 წლის), ნიუ-იორკი, აშშ) — კუბელი მოჭადრაკე, მსოფლიოს მესამე ჩემპიონი ჭადრაკში (1921–1927).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაპაბლანკამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 1921 წელს ემანუელ ლასკერის დამარცხებით (9:5). ტიტული დაკარგა 1927 წელს ალექსანდრ ალიოხინთან წაგებული მატჩში (15,5:18,5). აღსანიშნავია, რომ 13 წლისა კუბის ჩემპიონი გახდა. ის სწავლობდა ნიუ-იორკში. 1913 წლიდან ჭადრაკის თამაშს დიპლომატიურ სამსახურს უთავსებდა. სულ ოფიციალურ ტურნირებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებში ითამაშა 583 პარტია (302 მოგება, 246 ყაიმი, 35 წაგება). გარდაიცვალა ჰიპერტონიის შეტევით, იმავე ჰოსპიტალ „მონტ სინაიში“, სადაც ერთი წლით ადრე ემანუელ ლასკერი გარდაიცვალა. დაკრძალულია ჰავანაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სპორტის ენციკლოპედია, თბ., 2006. — გვ. 226.