შინაარსზე გადასვლა

ხოსე მარია მელო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხოსე მარია მელო
ხოსე მარია მელო
დაგეროტიპია, დაახლ. 1850 წელი
ახალი გრანადის მე-7 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 აპრილი, 1854  4 დეკემბერი, 1854
წინამორბედიხოსე მარია ობანდო
მემკვიდრეხოსე დე ობალდია

დაბადებული9 ოქტომბერი, 1800
ჩაპარალი, ახალი გრანადის ვიცე-სამეფო
გარდაცვლილი1 ივნისი, 1860
ჩიაპასი, მექსიკა
პოლიტიკური პარტიალიბერალები
მამამანუელ ანტონიო მელო
დედამარია ანტონია ორტიზი
შვილებიმაქსიმო მელო გრანადოსი

ხოსე მარია დიონისიო მელო (დ. 9 ოქტომბერი, 1800 – გ. 1 ივნისი, 1860) — კოლომბიელი გენერალი და პოლიტიკოსი, ახალი გრანადის რესპუბლიკის მე-7 პრეზიდენტი.[1]


1819 წელს სიმონ ბოლივარის რევოლუციურ არმიაში გაწევრიანების შემდეგ, მელომ გამოიჩინა თავი დამოუკიდებლობის ომების მრავალ ბრძოლაში, მათ შორის გადამწყვეტ აიაკუჩოს ბრძოლაში. დიდი კოლუმბიის დაშლის დროს ხოსე მარია ვენესუელაში გადაასახლეს. კიდევ ერთ ჩაშლილ რევოლუციაში მონაწილეობის შემდეგ, 1840 წელს მელო დაბრუნდა კოლუმბიაში. მან მხარი დაუჭირა ხოსე ილარიო ლოპესის პრეზიდენტობას, პირველი ლიბერალის, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა. დედაქალაქში გართულებული პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, მელომ ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალებით აიღო 1854 წელს. ხოსე მარია რვა თვე მართავდა სახელმწიფოს, სანამ კონსერვატორები და კონკურენტი ლიბერალების ალიანსი არ მოვიდა ხელისუფლებაში. ხოსე მარია კვლავ ცენტრალურ ამერიკაში გადასახლეს. მელო იბრძოდა ნიკარაგუაში შემოჭრილი ამერიკელის, უილიამ უოკერის წინააღმდეგ. მელო მხარს უჭერდა პრეზიდენტ ბენიტო ხუარესს. 1860 წელს მელო ჩიაპასში კონსერვატიულმა ჯარებმა შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.

მელო ჭინააღმდეგობრივი ფიგურაა კოლომბიის ისტორიაში. ხოსე მარიას სიკვდილის შემდეგ, მისი რეჟიმი დახასიათდა როგორც აპოლიტიკური სამხედრო დიქტატურა, და მისი როლი მე-19 საუკუნის ბრძოლაში ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის ზოგადად მინიმიზირებული ან დავიწყებული იყო. თუმცა, მე-20 საუკუნის ბოლოს ისტორიკოსებმა დაიწყეს მისი მემკვიდრეობის ხელახალი შესწავლა.

ხოსე მარია დიონისიო მელო დაიბადა 1800 წლის 9 ოქტომბერს, ჩაპარალში, ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს მარიკიტას პროვინციაში, მანუელ ანტონიო მელოსა და მარია ანტონია ორტიზის ოჯახში. ის გაიზარდა პროვინციის დედაქალაქ იბაგეში.[2]

მელო წარმოშობით ამერიკელი ინდიელი იყო პიჯაოს ტომიდან და ითვლება ერთადერთ კოლომბიის პრეზიდენტად, რომელსაც აქვს დასაბუთებული მტკიცებები ამერიკელი ინდიელების წარმოშობის შესახებ.[3] ზოგიერთი ისტორიკოსი ეჭვქვეშ აყენებს ამ წარმოშობის მასშტაბებს და აღნიშნავს, რომ მისი მამაც და დედაც აღწერაში ჩამოთვლილი იყვნენ, როგორც „თეთრი დიდებულები“, რომლებიც წარმოშვებით, კოლონიური ქალაქების, კარტაგოსა და ბუგას მნიშვნელოვანი ოჯახებიდან იყვნენ.[4] სხვები ცდილობენ განასხვავონ მელოს წარმომავლობა მისი პოლიტიკური თანამედროვეებისგან და ამტკიცებენ, რომ ბოლივარისა და სანტანდერისგან განსხვავებით, მელო არასდროს ითვლებოდა კრეოლური ელიტის ნაწილად.

რვათვიანი პრეზიდენტობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გენერალი ხოსე მარია მელო

1854 წლის 17 აპრილს, ხელოსნების ბრბო ბოგოტაში ცნობილი სენატორების სახლებში შეიჭრა და დააპატიმრა ისინი.[5] ზოგიერთი ისტორიკოსი დაასკვნით, მისი ორგანიზატორი იყო მიგელ ლეონი, ცნობილი ადგილობრივი მჭედელი და ადგილობრივი დემოკრატიული საზოგადოების კლუბის პრეზიდენტი.[6] მიუხედავად ამისა, მელო ხელოსნებთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში დილის 7 საათზე მივიდა და ობანდოს მოუწოდა კონგრესის დათხოვნისა და საგანგებო დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებისკენ. ობანდომ უარი განაცხადა მოთხოვნებზე და ის დააპატიმრეს.[7]

მელომ განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ უარყო 1853 წლის კონსტიტუცია და გოლგოთას მიერ კონტროლირებადი კონგრესი, რომელიც არმიის, „შეიარაღებული მოქალაქეების დიდებული გაერთიანების, რომელმაც ხალხს დამოუკიდებლობა მისცა,“ დისკრედიტაციას ცდილობდა. მან ასევე განაცხადა, რომ „თავისუფლება არ დაიღუპება, სანამ მე ვარსებობ“. ხელოსნების მსგავსი აჯანყებები დაიწყო კალისა და პოპაიანში.[8]

მიუხედავად იმისა, რომ გოლგოთა და კონსერვატორები, რომლებიც იბაგუეში გაიქცნენ და დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბეს, ხელოსნებს ბრალს სდებდნენ „თავხედური სამხედრო დიქტატურის“ შექმნაში, რომელსაც მელო, „უხეში ჯარისკაცი“ ხელმძღვანელობდა, მის მთავრობას ხელოსნების ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა. ერთ-ერთ გაზეთში ახალი მთავრობის შესახებ ნათქვამი იყო: „ჩვენ თავისუფლები ვართ, ჩვენ დემოკრატები ვართ და არ მიგვიტოვებია ჩვენი სახელოსნოები, სახლები და ოჯახები მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ერთ კაცს დავუთმოთ; ჩვენ არავითარ ფასად არ გავცვლით ჩვენს მოქალაქეობის სტატუსს ქვეშევრდომობის სტატუსზე“.[9]

ამ მხარდაჭერის მიუხედავად, მელოს აღორძინების მომხრეები უმცირესობაში იყვნენ და კონსტიტუციონალისტებს დაუთმეს, რომლებმაც გააერთიანეს გოლგოთას მომხრეები, როგორიცაა ტომას დე ჰერერა, კონსერვატორებთან, როგორიცაა ხულიო არბოლედა და ტომას სიპრიანო დე მოსკერა. ტიკისსა და ზიპაკირასთან გამარჯვებების მიუხედავად, მელოს ფაქტობრივი კონტროლი ქვეყანაზე მხოლოდ ბოგოტით შემოიფარგლებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კალი კონსტიტუციონალისტებს წინააღმდეგობის გარეშე გადაეცათ.[10] დედაქალაქის სამხრეთით, სან დიეგოსა და ლას ნიევესთან გადამწყვეტ ბრძოლაში მელოს არმიამ გამანადგურებელი მარცხი განიცადა და რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, მიგელ ლეონი, მოკლეს.[11]

მელოს სამხედრო დამარცხების შემდეგ, მისი ჯარისკაცები და ხელოსნები სასტიკი რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ.[12] ხელოსანთა რევოლუციის ერთადერთი გადარჩენილი წევრები იყვნენ 200 მონაწილე, რომლებიც ფეხით გადაასახლეს პანამაში, მათი ქონების კონფისკაციის შემდეგ.[13] კონსერვატორები, კერძოდ, ამ სასჯელს მიიჩნევდნენ „ბოგოტას დემოკრატიული ინფექციისგან გაწმენდის შესანიშნავ მეთოდად“, ხოსე მანუელ რესტრეპო ველესის თქმით.

საბოლოო გადასახლება და სიკვდილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მელო სასამართლოს წინაშე წარსდგა. ხოსე მარია რვა წლით ქვეყნიდან გააძევეს.[14] მოწინააღმდეგე ძალები მის სიკვდილით დასჯს ითხოვდნენ, თუმცა გოლგოთების ჩარევის წყალობით მელო შეიწყალეს. მანუელ მურილიო ტოროსმა მისი გირაო გადაიხადა.[15] 1855 წლის 23 ოქტომბერს ხოსე მარია კოსტა-რიკაში გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ გადასახლებისთანავე მისი ადგილსამყოფელი გაურკვეველია, ისტორიკოსები თვლიან, რომ ის მონაწილეობდა ცენტრალური ამერიკის წინააღმდეგობაში ამერიკელი ფილიბასტერის, უილიამ უოკერის წინააღმდეგ, რომელიც ნიკარაგუაში მონათმფლობელური რესპუბლიკის შექმნას ცდილობდა.[16]

უოკერზე გამარჯვების შემდეგ, მელო სალვადორში ჯარების ინსტრუქტორად მუშაობდა.[17] ის ცოტა ხნით გადავიდა გვატემალაში, სანამ ქვეყნის დიქტატორს, რაფაელ კარერას, დაუპირისპირდებოდა.

მელომ მექსიკის საზღვარი 1859 წლის 10 ოქტომბერს გადაკვეთა. იმ დროს მექსიკა რეფორმების ომში იყო ჩაფლული, კიდევ ერთი კონფლიქტი ლიბერალებს (ბენიტო ხუარესის ხელმძღვანელობით) და კონსერვატორებს შორის. მელო ცდილობდა პირდაპირ ხუარესისთვის თავისი მომსახურების შეთავაზებას, მაგრამ ვერაკრუსში, ოახაკაში კონსერვატორების აქტივობის გამო, ლიბერალების მთავრობის შტაბ-ბინაში ვერ მიაღწია; ამის ნაცვლად, ჩიაპასის გუბერნატორმა, ანხელ ალბინო კორზომ, მელო ლიბერალურ არმიაში მიიღო. ხოსე მარია მექსიკა-გვატემალას საზღვარზე მოქმედი კომიტანის სამხედრო დეპარტამენტის მთავარ კავალერიის ოფიცრად დაინიშნა; მან თავისი ხალხი, რომელთა უმეტესობა ტოხოლაბალი ინდიელები იყვნენ, კავალერიული ომის ხელოვნებაში გაწვრთნა.

1860 წლის 1 ივნისს, მელოს კავალერიის ჯარები გენერალ ხუან ანტონიო ორტეგას კონსერვატიული ძალების ჩასაფრებაში მოყვნენ. რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ, ხუარისტას დაცვა ჩამოინგრა და დაჭრილი მელო ამბოხებულებმა შეიპყრეს. ორტეგამ მელოს სიკვდილით დასჯა ბრძანა, ხოლო კოლუმბიელი გენერალი დაუყოვნებლივ დახვრიტეს.

მელოს პოზიცია ლიბერალურ არმიაში ხოსე პანტალეონ დომინგესმა დაიკავა, რომელმაც მოახერხა ჩიაპასში კონსერვატორების აჯანყების ჩახშობა. მას დარჩა ვაჟი, მაქსიმო მელო გრანადოსი, რომელიც დაქორწინდა ჩიაპასის გუბერნატორის, ანხელ ალბინო კორცოს ქალიშვილზე და დარჩა მექსიკაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


  1. La historia de José Maria, el único presidente indígena de Colombia es (Jan 14, 2022).
  2. General Jose Maria Melo, 1854.
  3. Lynch, John (2006). Simón Bolívar: A Life. Yale University Press, გვ. 267–275. 
  4. Pedro Pablo Tinjaca. El general Jose Maria Dionisio Melo y Ortiz.
  5. El chaparraluno Melo: único presidente de origen pijao en Colombia es. Radio Nacional de Colombia.
  6. Maria Teresa Uribe. (16 Oct 2003) Las guerras civiles y la negociación política: Colombia, primera mitad del siglo XIX. Revista de estudios sociales.
  7. Sowell, David (1999). Colombia en el siglo XIX. Bogotá, გვ. 189–216. 
  8. Arismendi Posada, Ignacio; Gobernantes Colombianos; trans. Colombian Presidents; Inter print Editors Ltd.; Italgraf; Segunda Edición; pg. 51; Bogotá, Colombia; 1983
  9. Enrique Gaviria Liévano (2002). El liberalismo y la insurrección de los artesanos contra el librecambio. Universidad Jorge Tadeo Lozano, გვ. 164–165. 
  10. Diego Alejandro Monroy Garcia (May 2020). „Pan, trabajo, o muerte: Los artesanos de la Sociedad Democrática de Bogota“ (ესპანური). Pontifical Xavierian University. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  11. Gaviria Liévano, Enrique 2002: El liberalismo y la insurrección de los artesanos contra el librecambio. Universidad de Bogotá Jorge Tadeo Lozano. ISBN 958-9029-49-3
  12. Arosemena, Justo (2009) „Constitution of the United States of Colombia“, Estudios Constitucionales Sobre Los Gobiernos de La America Latina, 2nd, BiblioLife Reproduction Series (es), [Paris]: BiblioBazaar, გვ. 41. ISBN 978-0-559-91847-6. 
  13. Miguel León y el gobierno artesano de 1854 es.
  14. David Sowell (1 November 1987). "La teoría i la realidad": The Democratic Society of Artisans of Bogotá, 1847-1854“. Hispanic American Historical Review. 67 (4): 611–630.
  15. „PETRO REIVINDICA AL GENERAL JOSÉ MARÍA MELO, PRIMER PRESIDENTE INDÍGENA DE COLOMBIA“ (ესპანური). News Press Service. Dec 6, 2022.
  16. General Jose Maria Melo es. ციტირების თარიღი: 21 March 2023
  17. Oscar Gutierrez (May 12, 2015). "Soldado de Bolívar" muerto y olvidado en Chiapas“ (ესპანური). El Universal.