ხოსე ანტონიო სალსედო
| ხოსე ანტონიო სალსედო | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 1816 |
| დაბადების ადგილი | მადრიდი |
| გარდაცვალების თარიღი | 5 ნოემბერი, 1864 |
| მოქალაქეობა |
|
| ეროვნება | White Dominicans[1] [2] [3] |
ხოსე ანტონიო სალსედო (დ. 1816 — გ. 5 ნოემბერი, 1864) — დომინიკელი სამხედრო ლიდერი, რომელმაც ფუნდამენტური როლი ითამაშა დომინიკის აღდგენის ომში, რის შედეგადაც 1865 წელს ქვეყანამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ის იყო წამებული და დომინიკის რესპუბლიკის ისტორიაში სახელმწიფოს პირველი მეთაური, რომელიც მოკლეს.
სალსედო დაიბადა მადრიდში, ესპანეთში, კრიოლოს ოჯახში. მისი ესპანური წარმოშობის მშობლები იქ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რაც მდიდარი ლათინოამერიკელი კრიოლების ტრადიციული „გრანდ ტურის“ ნაწილი იყო ესპანეთში.[4]
მისი მშობლების სახელები იყო ხოსე მარია სალსედო და ლუისა რამირეს მარიჩალი. ორივე მათგანი კუბაში დაბადებული დომინიკელი იყო. ბევრმა დომინიკელმა დატოვა კუნძული ნაპოლეონის ომების, ჰაიტის რევოლუციისა და 1795-1809 წლების პოლიტიკური არასტაბილურობის გამო: დაახლოებით 4 000 კუბაში გადავიდა, 100 000 — ვენესუელაში, სხვებმა კი თავი პუერტო-რიკოსა და მექსიკას შეაფარეს. მოგვიანებით ბევრი დომინიკელი და მათი უცხოეთში დაბადებული შვილები კუნძულს დაუბრუნდნენ.[5][6]
ესპანეთის დატოვების შემდეგ, ოჯახი კუბაში დაბრუნდა, როდესაც სალსედო ერთი წლის იყო, სანამ წინაპრების მიწებზე, სიბაოს ხეობაში დასახლდებოდნენ. იგი ჰაიტის საზღვართან გაიზარდა, სადაც განაგებდა მიწის დიდ ნაკვეთებს, პირუტყვის ჯოგებსა და ხე-ტყის მდიდარ ბიზნესს ჩრდილო-დასავლეთის ქალაქებში:ატილიო პალმაში, ესტერო ბალსასა და ბოტონსილიოში.
1844 წელს, როდესაც დომინიკის პირველი რესპუბლიკა გამოცხადდა, იგი შეუერთდა დომინიკის არმიის რიგებს და მონაწილეობდა დომინიკის დამოუკიდებლობის ომის სისხლიან ბრძოლებში. ნათქვამია, რომ მან მონაწილეობა მიიღო ბელერის ბრძოლაში 1845 წელს და საბანა-ლარგას ბრძოლაში 1856 წელს. გაწეული სამსახურისთვის მან პოლკოვნიკის წოდება მიიღო.
დომინიკის აღდგენის ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სალსედო სათავეში ჩაუდგა სამოქალაქო ომს, რომლის მიზანიც დომინიკის რესპუბლიკის აღდგენა იყო. დომინიკის აღდგენის ომი 1863 წლის 16 აგვისტოს დაიწყო, ხოლო 1863 წლის 14 სექტემბრისთვის ჩამოყალიბდა დროებითი მთავრობა, რომელსაც გენერალი ხელმძღვანელობდა.
მას შემდეგ, რაც იგი დომინიკის რესპუბლიკის პირველი მეთაური გახდა, გენერალს დაუპირისპირდა ნაციონალისტური მოძრაობა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მისი პოლიტიკა ხელს უწყობდა მათ, ვინც ქვეყნის ანექსიას უჭერდა მხარს.
მკვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1864 წლის 15 ოქტომბერს სახელმწიფოს მეთაურმა სალსედომ თავის მეუღლეს ოპოზიციის შესახებ ამბავი გაუგზავნა ახალგაზრდა, დაახლოებით 25 წლამდე ჯარისკაცის მეშვეობით, რომლის სახელი იყო ულისეს ერო. მოგვიანებით, იმავე დღეს, გენერალ გასპარ პოლანკოს ბრძანებით, იგი პოლკოვნიკმა აგუსტინ მასაგომ მოკლა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სალსედომ ცოლად შეირთო აგუედა როდრიგესი გუაუბინიდან. მათ ოთხი შვილი შეეძინათ: ხოსე ტომასი (დაიბადა 1841 წელს და 1869 წელს დაქორწინდა როზა ელვირა ბრეაზე[7]), ანტონია (დაიბადა 1846 წელს[8]), კრისტინა (დაიბადა 1851 წელს[9]) და ხულია (1888 წელს დაქორწინდა როსენდო ბატისტაზე[10]) სალსედო როდრიგესები. ანტონია სალსედო დაქორწინდა აღდგენის ომის კიდევ ერთ ფიგურაზე, დიონისიო ტრონკოსოზე (1834-1891), რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი, სახელად ანტონია მარია ტრონკოსო სალსედო.[11] პეპილოს ერთ-ერთი შვილთაშვილი, ხენოვევა კრუსი, 2017 წელს 95 წლის იყო. იგი ჯერ კიდევ ცოცხალია და თავისი 101-ე დაბადების დღე აღნიშნა. პეპილო სალსედოს შთამომავალი ბევრია.[12]
მის პატივსაცემად მონტე-კრისტის პროვინციის ქალაქს ეწოდა სახელი პეპილო სალსედო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ El escape de película de Pepillo Salcedo — Diario Libre, 2015.
- ↑ Clío — სანტო-დომინგო: 1958. — ტ. 26, გამ. 113. — გვ. 152.
- ↑ Cuello J. I. Historia gráfica de la República Dominicana — 1986. — გვ. xvi.
- ↑ Chaljub Mejia, Rafael (2007). Diccionario biográfico de los restauradores de la República. Santo Domingo: BanReservas, გვ. 260–261, 277–281, 295–296. ISBN 978-9945-8591-2-6.
- ↑ Moya Pons, Frank. Historia de la República Dominicana (Spanish). Consejo Superior de Investigaciones Científicas, Academia Dominicana de la Historia, Ediciones Doce Calles, გვ. 39. ISBN 978-84-9744-106-3.
- ↑ Ramos, Marcos Antonio (24 April 2009). „Emigraciones a Cuba y cubanos de origen dominicano“ (Spanish). Hoy.
- ↑ "República Dominicana, matrimonios, 1743-1929," database, FamilySearch (https://familysearch.org/ark:/61903/1:1:FLSN-MW5 : 11 February 2018), Jose Antonio Salcedo in entry for Jose Tomas Salcedo and Rosa Elvira Brea, 24 May 1869; citing Santa María De La Encarnación, Santo Domingo, Distrito Nacional, Dominican Republic, reference ; FHL microfilm 636,860.
- ↑ "República Dominicana, bautismos, 1726-1924," database, FamilySearch (https://familysearch.org/ark:/61903/1:1:FLS8-248 : 8 March 2018), Jose Antonio Salcedo in entry for Antonia Salcedo, 24 Oct 1846; citing , reference ; FHL microfilm 624,480.
- ↑ "República Dominicana, bautismos, 1726-1924," database, FamilySearch (https://familysearch.org/ark:/61903/1:1:FLSD-D6K : 8 March 2018), Jose Antonio Salcedo in entry for Cristina Salcedo, 20 Sep 1851; citing , reference ; FHL microfilm 624,480.
- ↑ Matrimonios, San Lorenzo de Guayubin (1879–1932), n. 45, pg. 40v. ციტირების თარიღი: June 9, 2021
- ↑ "Caribbean Births and Baptisms, 1590-1928," database, FamilySearch (https://familysearch.org/ark:/61903/1:1:XLKT-TJQ : 10 February 2018), Antonia Salcedo in entry for Antonia Maria Troncoso Salcedo, 20 Jan 1865; citing , reference ; FHL microfilm 624,448.
- ↑ domingo, G. Soluciones-Desarrollo web en santo. (2017-11-12) Bisnieta del presidente Pepillo Salcedo anhela orden que existía antes en RD es. ციტირების თარიღი: 2019-09-30