ხორცისმჭამელები

ხორცისმჭამელები (ლათ. Carnivore; ლათ. carne ნიშნავს „ხორცს“, ხოლო vorare ნიშნავს „შთანთქმას“), ან ზოოფაგები[1] — ცხოველები, რომლებიც ძირითადად ხორცით იკვებებიან. ამით ისინი განსხვავდებიან ბალახისმჭამელებისგან (ლათ. Herbivore), რომლებიც ძირითადად მცენარეული საკვებით იკვებებიან, და ყოვლისმჭამელებისგან (ლათ. Omnivore), (მათ შორის ადამიანისგან), რომლებიც ორივე ტიპის საკვებს მიირთმევენ. ხორცისმჭამელებს მიეკუთვნება: მტაცებელთა რიგის წარმომადგენლების უმეტესობა (თუმცა არა ყველა, მაგალითად, დიდი პანდა გამონაკლისია), პლაცენტიანების ზოგიერთი სახეობა, ზოგიერთი ჩანთოსანი, ზოგიერთი ფრინველი, ყველა გველი, ნიანგი, ზოგიერთი თევზი, თავფეხიანი მოლუსკები და სხვა ცხოველები. სხვა მაგალითები მცირე ზომის ხორცისმჭამელებისა: ობობები, ბაყაყები და ღამურები. საშუალო ზომის ხორცისმჭამელები: ფრინველები, როგორიცაა არწივები და ქორები, აგრეთვე გველები და ჭიანჭველაჭამიები. დიდი ზომის ხორცისმჭამელები: გარეული ძაღლები და მგლები, აგრეთვე დიდი კატისებრები (ლომები, ვეფხვები), ნიანგები[2] და ვეშაპები.[3][4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
- ↑ Плотоядные животные (2016-08-12). ციტირების თარიღი: 2022-09-15
- ↑ „Is A Whale A Herbivore?“. Whale Facts (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-21. ციტირების თარიღი: 2022-10-23.
- ↑ Пайенсон Н. Наблюдая за китами: Прошлое, настоящее и будущее загадочных гигантов = Spying on Whales: The Past, Present, and Future of Earth's Most Awesome Creatures : ориг. изд. 2018 : [пер. с англ.] / науч. ред. Иван Затевахин, канд. биол. наук. — М. : Альпина нон-фикшн, 2021. — С. 219—220. — 336 с. — ISBN 978-5-91671-995-6.