ხოროსანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხოროსანი
Artemisia cina - Köhler–s Medizinal-Pflanzen-165.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ავშანი
სახეობა:  ხოროსანი
ლათინური სახელი
Artemisia cina

ხოროსანი (ლათ. Artemisia cina) — სამკურნალო მრავალწლოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახის ავშანის გვარის. ნახევრად ბუჩქია, სუსტად შეფოთლილი, ძირში გახევებული მოწითალო-მოყვითალო (შემოდგომით) ღეროები აქვს.

ხოროსნის სიმაღლე 25 — 70 სანტიმეტრია. ქვედა ფოთლები ფრთართული და ვიწროხაზურია, მორუხო, ზედა — მარტივი, ხაზური და ღია მწვანე. მოყვითალო წვრილი კალთები კვერცხისებრია, წებოვანი მეჭეჭები აყრია, ქაფურის სუნი აქვს. ხოროსანი კავკასიაში არ იზრდება.

გავრცელებულია მხოლოდ შუა აზიის ველებზე. ყვავის შუა სექტემბერში, თესლი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში; ფოთოლი, ნორჩი ღერო და განსაკუთრებით ყვავილი შეიცავს ტერპენოიდ სანტონინს. გაუშლელი კალთები, რომელიც ცნობილია ხორასნის თესლის სახელით, იხმარება სამკურნალოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]