ხორვატიის მუნიციპალიტეტები
იერსახე
ხორვატიის მუნიციპალიტეტები — ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი დონის ერთეულები ხორვატიაში. ხორვატიაში თვითმმართველი ერთეულია ქალაქი, დაბა და თემი. მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან მხარეებში. სულ ხორვატიაში 566 მუნიციპალიტეტია.
თემი (ხორ. općina) ხორვატიაში არის ერთეული 10 000-ზე ნაკლები მცხოვრებით. 10 000-დან 35 000 მცხოვრებამდე არის დაბა. 35 ათას მცხოვრებზე მეტი არის ქალაქი. მმართველობის ორგანოებია ვეჩე (ხორ. vijeće) და ქალაქისთავი (ხორ. gradonacelnik), რომლებიც აირჩევიან 4 წლის ვადით. თემების და დაბების უფლებამოსილებები ერთგვაროვანია, ხოლო ქალაქებს მინიჭებული აქვთ დამატებითი უფლებები. ზოგიერთ ქალაქი ასევე ახორციელებს მხარის უფლებამოსილებებსაც, მაგალითად დედაქალაქი ზაგრები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|