ხორამაბადი
ქალაქი | |
---|---|
ხორამაბადი სპარს. خرمآباد | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
დაქვემდებარება | ქალაქი |
ოსტანი | ლურესტანი |
შაჰრესტანი | ხორამაბადი |
კოორდინატები | 33°28′00″ ჩ. გ. 48°21′00″ ა. გ. / 33.46667° ჩ. გ. 48.35000° ა. გ. |
მერი | დარიუშ ბარანი ბეირანვანდ |
ცენტრის სიმაღლე | 1147 მეტრი |
მოსახლეობა | 328 544[1] კაცი (2006) |
სასაათო სარტყელი | UTC+3:30 |
სატელეფონო კოდი | 066 |
ოფიციალური საიტი | http://khoramabad.ir/ |
ხორამაბადი (სპარს. خرمآباد) — ქალაქი დასავლეთ ირანში, ლურესტანის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა: 328 544 ადამიანი. ხორამაბადი მდებარეობს ზაგროსის მთებში. ქალაქი ძირითადად დასახლებულია ლურებით. მნიშვნელოვანი სამეურნეო ცენტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხორამაბადი ირანში ადამიანთა ერთ-ერთი პირველი დასახლებაა. რაისის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ ფრანკ ჰუს და მისი კოლეგების მოხსენებები და კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ სამუშაოები ხორამაბადის ხეობაში 40-50 ათასზე მეტი წლის წინ ჩატარდა. 1967 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა ნაშრომი ხორამაბადის პრეისტორიულ პერიოდზე, რომელიც მოგვითხრობს ირანის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში მცხოვრებთა შესახებ. ზღვის დონიდან 1170 მეტრის სიმაღლეზე მთებში აღმოაჩინეს დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძის გამოქვაბულები.
ბევრი მკვლევარი თვლის, რომ ხორმაბადის დამაარსებლები იყვნენ ელამელები (ძვ. წ. 3200-2700 წწ.).
მე-14 საუკუნეში ქალაქი მთლიანად განადგურდა. დარჩა მხოლოდ კოშკი, რომელიც წყლის წყარო იყო, ამიტომ აქ სახლების აშენება დაიწყეს, რომლებიც მომავალში ქალაქს ქმნიდნენ. სეფიანთა დინასტიის დროს (1502-1736 წწ.) ქალაქი აყვავდა და ირანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო.
ღირსშესანიშნაოებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ ხორმაბადის ცენტრში არის ფერადი კიოს ტბა. გარდა ამისა, აღსანიშნავია უძველესი ქალაქი შაპურ-ხასტი, შაპურის ხიდი, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ფალაკ ალ-აფლაკი, აგურის მინარეთი და წარწერა „გერდაბ სანგი“ (ქვის მორევი), ნოჟიანის ჩანჩქერი, დიდი სამმაგი ჩანჩქერი, ტაძრის მეჩეთი, შაბიხუნის ხეობა, გამოქვაბული და სულის პარკი. ხორამაბადი გაეროს ადამიანის დასახლებების პროგრამის რეგიონალურმა ბიურომ აირჩია სანიმუშო ტურისტულ ქალაქად, ტურიზმზე დაფუძნებული მდგრადი ურბანული განვითარების პროექტის განხორციელების წყალობით.[2] ქალაქი შაპურ-ხასტი ხორამაბადის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია. შაპურ-ხასტი სავარაუდოდ აშენდა სასანიან შაჰ შაპურ I-ის ბრძანებით III საუკუნეში ჩვენს ერამდე და მისი ნანგრევები შემორჩენილია სხვადასხვა ადგილას თანამედროვე ხორამაბადის სამხრეთ გარეუბანში. მის შემორჩენილ ძეგლებს შორის უნდა გამოვყოთ წარწერა და შაპურის ხიდი, რომლის ნანგრევები ქალაქის განაპირას მოწმობს ამ ქალაქის დიდებულ ისტორიას. ამ ქალაქიდან შემორჩენილია მხოლოდ გიგანტური და ფართო კედლის ნანგრევები, რომელიც აგებულია სასანიდების ეპოქის არქიტექტურულ სტილში. სასანიდების ეპოქის ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ შედევრს სამართლიანად უწოდებენ „გატეხილი ხიდს“ ან „შაპურის ხიდს“, რომელიც მდებარეობს ფალაკ ალ-აფლაქის ციხის სამხრეთ მხარეს. შაპურის ხიდი აღმოსავლეთით აკავშირებდა ლურისტანის პროვინციის (თარხანის რაიონი) დასავლეთ ნაწილს, იქიდან კი ხუზისტანის პროვინციასა და სასანიდების დედაქალაქ ქტესიფონს. ეს ხიდი, რომლის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, მდებარეობს ხორამაბადის სამხრეთ-დასავლეთით. ერთ დროს იგი არქიტექტურულ შედევრად ითვლებოდა. ფალაკ ალ-აფლაქის ციხე ითვლება ხორამაბადის ყველაზე ცნობილ და საინტერესო ისტორიულ ძეგლად. ეს ციხესიმაგრე, რომელიც ცნობილია როგორც „ციხე თორმეტი კოშკით“, აშენდა მე-13 საუკუნეში. Falak al-Aflaq, რომელიც მოიცავს დაახლოებით 230 კვადრატულ მეტრ ფართობს, მაღლა დგას გორაკის 23 მეტრ სიმაღლეზე. ციხის ინტერიერში ორი დიდი ეზოა, ირგვლივ კი უამრავი ოთახია სარკმლებით, რომლებიც გარეთ იყურებიან. ბორცვის ქვეშ, სადაც ციხე იყო აშენებული, მოედინება დიდი წყარო სასმელი წყლით, რომელსაც სასიამოვნო გემო აქვს და ცნობილია როგორც „გოლესტანი“ (სპარსულიდან: გოლ — ვარდი და სტან — ქვეყანა). ციხის აღმოსავლეთით ქალაქში მდინარე მოედინება, რომელიც საოცარ ლანდშაფტს ქმნის, მათ შორის ახლომდებარე ბაღების გამო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ World Gazetteer[მკვდარი ბმული]თარგი:Недоступная ссылка(ინგლისური)
- ↑ Административный центр провинции Луристан, г. Хорремабад. ციტირების თარიღი: 2017-06-26