ხოლმის ღვთისმშობლის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ხოლმის ღვთისმშობლის ხატი

ხოლმის ღვთისმშობლის ხატი (8 სექტემბერი) – ბრძანდება ფსკოვის გუბერნიის ქალაქ ხოლმში. ხატს აქვს ჭრილობის ნიშნები: ერთი მარცხენა მხარეზე, მეორე ღვთისმშობლის მარჯვენა ხელზე. პირველი მშვილდისრის შედეგია, რომელიც თათარმა ესროლა. თათარი მყისვე დაბრმავდა. მეორე კი შუბის კვალია, რომელიც ურწმუნო მეომარმა სტყორცნა, რის გამოც თავი გვერდზე მოექცა.
როდესაც ხოლმს შემოესია თათართა ხანი და ერთი შეტევით უნდა აეღო იგი, მაშინ თავადებმა ცრემლებითა და ვედრებით გამოაბრძანეს ხოლმის ღვთისმშობელი და პირით თათრებისაკენ დააბრძანეს. თათრები შეძრწუნდნენ. ხოლმის მთა ამაღლდა ღრუბლამდე და შეშინებულები უკუიქცნენ.
ერთხელ მნათემ შენიშნა ტაძრიდან გამომავალი სინათლე და მიუახლოვდა მას. იქიდან მოისმოდა ანგელოზთა გალობა, რომლებიც ადიდებდნენ ღვთისმშობელს. გახსნა ტაძრის კარები და იხილა, რომ ნათელს გამოსცემდა ღვთისმშობლის ხატი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ახალი ცა ახალი ვარსკვლავებით, ანუ ჰომილიები ღვთიმშობლის სასწაულებზე, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატებზე – იღუმენი იოანიკ გალიატოვსკი, თარგმანი მონაზონი ელისაბედი (ზედგენიძე). თბილისი.2001 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]