ხოკერასებრნი
Jump to navigation
Jump to search
ხოკერასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Ostraciidae | ||||||||||||
|
ხოკერასებრნი (ლათ. Ostraciidae) — თევზების ოჯახი შეზრდილყბიანების რიგისა. თავი და სხეული დაფარული აქვთ ძვლოვანი ჯავშნით, რომელიც ქედებითა და მაგარი ქიცვებითაა მოფენილი. სხეული მკვეთრადაა შეფერილი. მისი სიგრძე 30 სმ აღწევს. მოიცავს 7 გვარის 20-მდე სახეობას. გავრცელებული არიან ატლანტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში. იკვებებიან უხერხემლო ცხოველებით, რომელთა სხეულის ჯავშანს წინასწარ აქუცმაცებენ მძლავრი ყბებით. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვთ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 494.