ხოიჯგეთის შახტი
იერსახე
| ხოიჯგეთის შახტი | |
|---|---|
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
| აბსოლუტური სიმაღლე | 670 მ |
| ამგებელი ქანები | კირქვა |
| ჰავა | დინამიური |
ხოიჯგეთის შახტი — კარსტული წარმონაქმნი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მთა აჟამგვის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე. წარმოადგენს მდინარე ხოიჯგეთის სათავეს. მდებარეობს ზღვის დონიდან 670 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. შახტი იწყება უწესო ფორმის ნახვრეტით, რომელიც სწრაფად განიერდება. საწყისი ვერტიკალური მონაკვეთის სიღრმე 50 მ-ია. შემდეგ მნიშვნელოვანი დახრილობით ვრცელდება და 70 მ სიღრმეზე ჰორიზონტალურფსკერიან გვირაბში გადადის.
მექანიკური ნალექებიდან გვხვდება ჭერისა და კედლების ნგრევის პროდუქტები და ღვარებით ჩატანილი მასალა. ჰავა დინამიურია. უფსკრულში გამდიანრე მიწისქვეშა ნაკადი აჩენსა პატარა ჩანჩქერებსა და ტბებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966