მინდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხოგაის მინდი)

მინდია, ხოგაის მინდი — ქართული ფოლკლორის პერსონაჟი. ხევსურმა მინდიამ, რომელიც ქაჯების ტყვე იყო, თვითმკვლელობის მიზნით მათი საკვები — გველის ხორცი ჭამა, მაგრამ მოწამვლის მაგიერ ჯადოსნური ძალა შეიძინა — ამოიცნო ბუნების საიდუმლო: ამიერიდან მინდიას ესმოდა მცენარეთა, ფრინველთა, ცხოველთა ენა და ამ უნარს ხალხის სასიკეთოდ იყენებდა.

მინდია არის ნახევრად ღმერთი, ქართველი ჰეროსი, რომლის დაბადებასა და „გვიან სიკვდილში“ ერევიან ბუნების ძალნი, ცა და მზე. მამაკაცთაგან ეს მითოლოგიური გმირი რამდენადმე უახლოვდება მედეას და მისებრ მაგიური ძალა, ჯადოქრობის ნიჭი, ბუნების ენის გაგებისა და განკურნების უნარიც აქვს.[1]

თქმულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხევსურმა მინდიამ, რომელიც ქაჯების ტყვე იყო, თვითმკვლელობის მიზნით მათი საკვები — გველის ხორცი ჭამა, მაგრამ მოწამვლის მაგიერ ჯადოსნური ძალა შეიძინა — ამოიცნო ბუნების საიდუმლო: ამიერიდან მინდიას ესმოდა მცენარეთა, ფრინველთა, ცხოველთა ენა და ამ უნარს ხალხის სასიკეთოდ იყენებდა.

მხატვრული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თქმულება მინდიას შესახებ საფუძვლად დაედო ვაჟა-ფშაველას პოემა „გველისმჭამელს“, კონსტანტინე გამსახურდიას ნოველა „ხოგაის მინდის“ და გრიგოლ რობაქიძის პიესას „ლამარა“.

ხოგაის მინდი კვდებოდა,
მზე წითლდებოდა, ცხრებოდა,
ცა ჭექდა, მიწა გრგვინავდა,
სული გვიანა ჰხდებოდა,
ჩამოდიოდა ვარსკვლავი,
მთვარე უკუღმა დგებოდა…
მაღლის ჭიუხის ნადირი
სატირლად ეზადებოდა,
ცხენი იმისი ტიალი
ლურჯა ტოტზედა დგებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მითოლოგიური ლექსიკონი, აკაკი გელოვანი (თბილისი 1983, გვ.557)