ხლისტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხლისტების გაშმაგებული რიტუალი

ხლისტები (რუს. Хлысты; < Хлист — „წკეპლა“ ან Христы — „ხრისტი“; საკუთარი სახელწოდება — „ღვთის შვილები“) — ქრისტიანული სექტა, რომელიც წარმოიშვა რუსეთში XVII საუკუნის მიწურულს არაშავმიწანიადაგიანი ზოლის გლეხობას შორის. სექტის დამაარსებლად მიიჩნევენ კოსტრომელ გლეხს დანიელ ფილიპის ძეს.

სახელწოდება ხლისტები, მომდინარეობს სექტის წევრებს შორის გავრცელებული თვითგვების ფომისაგან — გაწკეპლვა (хлистовать) ან დამახინჯებული სიტყვა — ხრისტებისაგან (христы).

ხლისტები არ ცნობენ სამღვდელოებას, „წმიდა“ და საეკლესიო წიგნებს, თაყვანს არ სცემენ წმინდანებს, მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიებში სიარული ნებადართული აქვთ. ხლისტების მოძღვრების თანახმად, ადამიანს შეუძლია უშუალოდ დაამყაროს კონტაქტი „სულიწმიდასთან“, ნებისმიერ ადამიანში შეიძლება გარდამოვიდეს „სულიწმიდა“, ასე რომ ხლისტებს ცოცხალი „ქრისტეები“ და „ღვთისმშობლები“ ჰყავთ. ხლისტების იდეოლოგიაში მთავარი ადგილი ასკეტიზმის იდეას უჭირავს. ისინი ერთად ლოცულობენ ცეკვების თანხლებით, რაც სააბოლოოდ რელიგიურ ექსტაზში გადადის. XX საუკუნის დასაწყისში რუსეთში 40 ათასი ხლისტი იყო. რუსეთში გვხვდება ხლისტების მცირე თემები ტამბოვის, სამარისა და ორენბურგის ოლქებში, ჩრდილოეთ კავკასიაში. ხლისტები კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]