ხლეა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია

ხლეა (არაბ. الخليع) — კერძი, რომელიც ძირითადად მზადდება საქონლის ან ცხვრის დაძველებული ხორცისგან. მისი ტრადიციული რეცეპტი მაროკოდანაა. გავრცელებულია მაროკოში, არაბეთში, ალჟირსა და ზოგადად აფრიკის კონტინენტზე[1]
ხლეას მოსამზადებლად ხორცს თხელ ნაჭრებად ჭრიან და ნიორში, ქინძსა და ძირაში მარინირების შემდეგ მზეზე აშრობენ.[2] ხორცს ხარშავენ წყლის, ზეთისა და ცხოველური ცხიმების ნარევში.[3] გაციების შემდეგ, ხორცს ათავსებენ დამატებით ცხიმში და ტოვებენ დასაძველებლად. ხლეას შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე ორ წლამდე.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „All About Khlea: Morocco's Preserved Meat“. Pint Size Gourmets (ინგლისური). 2016-06-17. ციტირების თარიღი: 2018-03-31.
- ↑ Dried meat : Khlii. ციტირების თარიღი: 2018-03-31
- ↑ „How Preserved Meat Is Used on Moroccan Food“. The Spruce. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-10. ციტირების თარიღი: 2018-03-31.
- ↑ „Moroccan Preserved Meat - Khlii or Khlea“. Taste of Maroc (ინგლისური). 2017-09-08. ციტირების თარიღი: 2018-03-31.