არკადი ხინთიბიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხინთიბიძე, არკადი)
კაკო ხინთიბიძე
დაბადების სახელი არკადი ხინთიბიძე
დაბადების თარიღი 8 იანვარი, 1898
ძიმითი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 4 აგვისტო, 1963 (65 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
მშობლები მამა: ნიკოლოზ ხინთიბიძე
ჯილდოები

„მტრობა“:

  • პრემია მინსკის III საკავშირო კინოფესტივალზე
  • დიპლომი ლოკარნოს XIII საერთაშორისო კინოფესტივალზე (1960)

არკადი ხინთიბიძე (დ. 8 იანვარი, 1898, ძიმითი — გ. 4 აგვისტო, 1963, თბილისი) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1958).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად განაწესეს ნაგომარის სასოფლო სკოლაში, აქვე ადგილობრივ სასცენო მოყვარეთა შორის დაიწყო მსახიობობა. სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ მსახიობის ოსტატობას ეუფლებოდა აკაკი ფაღავას სტუდიასა და პროლეტკულტის ტექნიკუმში. 1923 წლიდან შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო თბილისის „წითელ თეატრში“ და კინომსახიობთა სტუდიაში. 1924 წლიდან იღებდნენ კინოში. 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მონაწილეობა მიიღო თეატრის პირველ დადგმაში „რიჟრაჟი“. 1936–1948 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და იყო სასწავლო ნაწილი თბილისის სტუდიასთან არსებულ კინომსახიობთა სკოლაში.[1] 1924 წლიდან იღებენ კინოში, როლები: ყარამანი („ვინ არის დამნაშავე“, 1925), ივანე („ჯანყი გურიაში“, 1928), კოჩია („უდაბნო“, 1932), ტიტიკო („დარიკო“, 1936), მიქელა კალმახელიძე („დაკარგული სამოთხე“, 1937), ლომკაცა („ქალიშვილი ხიდობნიდან“, 1940) და სხვა. ფილმში „ვინ არის დამნაშავე?“, შექმნა დინჯი, საქმიანი, სიტყვის კაცის ზომიერი, სკულპტურული სახე. 1949 წლიდან დამდგმელი რეჟისორი ანიმაციური ფილმებისა: „მამაცი მთამსვლელები“ (1950), „ჯაფარა“ (1951), „წავი ჩუკა“ (1953), „ნიკო და ნიკორა“ (1954), „ჩხიკვთა ქორწილი“ (1957), „მტრობა“ (1959), „წუნა და წრუწუნა“ (1961), „ნახევარ-წიწილა“ (1962), „ქორბუდა“ (1963) და სხვა. არკადი ხინთიბიძე 10 ანიმაციური ფილმის ავტორია და არის ქართული მულტიპლიკაციური კინოს კლასიკოსი. ანიმაციურმა ფილმმა „მტრობამ“ მიიღო პრემია მინსკის III საკავშირო კინოფესტივალზე და დიპლომი ლოკარნოს XIII საერთაშორისო კინოფესტივალზე. არკადი ხინთიბიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 1963 წელს.[2]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმების დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარის ავტორი ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1958: საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ეროვნული ფილმოგრაფია — არკადი ხინთიბიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-04-28.
  2. გურული „ჰერცოგი“ — არკადი ხინთიბიძე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-06. ციტირების თარიღი: 2018-11-08.