შინაარსზე გადასვლა

ხილული გამოსხივება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სინათლის სპექტრი

ხილული გამოსხივებაელექტრომაგნიტური გამოსხივება იმ სიხშირეთა დიაპაზონში, რომელსაც ადამიანის თვალი აღიქვამს (7.5×10144×1014 ჰც, რაც შეესაბამება ≈400-იდან 700 ნმ-მდე ტალღის სიგრძეს ვაკუუმში). ძალიან მაღალი ინტენსიურობის სინალეს თვალი აღიქვამს სიხშირეთა რამდენადმე ფართო დიაპაზონში. საშუალოდ ადამიანის თვალის სინათლისადმი მგრძნობიარობის დამოკიდებულებას სინათლის სიხშირეზე (თვალის სპექტრული მგრძნობიარობა) ახასიათებენ სპექტრული სინათლოვანი ეფექტურობის ფუნქციით (ე. წ. თვალის ხილულობის წირი). ეს ფუნქცია საფუძვლად უდევს ყველა შუქტექნიკურ გაანგარიშებას. სინათლის ტალღების სიხშირეთა განსხვავება ზოგად შემთხვევაში ადამიანის მიერ აღიქმება როგორც განსხვავება ფერის მიხედვით.

ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც განსაზღვრავს სინათლეს არის ფოტონი. სინათლის სამი ძირითადი მახასიათებელია (ანუ ყველა ელექტრომაგნიტური გამოსხივების):

  • ინტენსივობა (ამპლიტუდა), რომელსაც ადამიანი სინათლის სიკაშკაშის სახით აღიქვამს;
  • სიხშირე (ტალღის სიგრძე), რომელსაც ადამიანი სინათლის ფერით აღიქვამს, და
  • პოლარიზაცია (რხევის კუთხე), რომელიც ადამიანის მიერ მხოლოდ სუსტად აღიქმება ჩვეულებრივ ვითარებაში.

მისი სიჩქარე, ვაკუუმში 300 000 000 მეტრი წამში (300 000 კილომეტრი წამში), ბუნების ერთ–ერთი ძირითადი მუდმივაა. სინათლეს ახასიათებს ორივე – ტალღისა და ნაწილაკის თვისებები. ეს მახასიათებელი ცნობილია, როგორც ტალღურ–ნაწილაკური დუალიზმი. მეცნიერებას სინათლის შესახებ ოპტიკას უწოდებენ, ის თანამედროვე ფიზიკის კვლევის მნიშვნელოვანი სფეროა.

ხილული გამოსხივების სპექტრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხილული ფერის სპექტრი

როდესაც თეთრი სინათლის სხივი პრიზმაში იშლება, წარმოიქმნება სპექტრი, რომელშიც სხვადასხვა ტალღის სიგრძის გამოსხივება სხვადასხვა კუთხით გარდატყდება. სპექტრის ნაწილს წარმოადგენენ ფერებს, ანუ ფერებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია ერთი ტალღის სიგრძის სინათლის გამოყენებით (უფრო ზუსტად, ტალღის სიგრძის ძალიან ვიწრო დიაპაზონით), სპექტრული ფერები ეწოდებათ.[1] ძირითადი სპექტრული ფერები (რომლებსაც საკუთარი სახელები აქვთ), ასევე ამ ფერების გამოსხივების მახასიათებლები წარმოდგენილია ცხრილში:

ფერი ტალღის სიგძის დიაპაზონი, ნმ სიხშირის დიაპაზონი, ტჰც ფოტოების ენერგიის დიაპაზონი, ევ
იისფერი 380–450 670–790 2.75–3.26
ლურჯი 450–485 620–670 2.56–2.75
ცისფერი 485–500 600–620 2.48–2.56
მწვანე 500–565 530–600 2.19–2.48
ყვითელი 565–590 510–530 2.10–2.19
ნარინჯისფერი 590–625 480–510 1.98–2.10
წითელი 625–750 400–480 1.65–1.98
  1. Thomas J. Bruno, Paris D. N. Svoronos. CRC Handbook of Fundamental Spectroscopic Correlation Charts. დაარქივებული 2017-01-17 საიტზე Wayback Machine. CRC Press, 2005.