ხილის სალათა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხილის სალათა მსხლით, კივით, ბროწეულით, იოგურტით და თაფლით

ხილის სალათა არის კერძი, რომელიც შედგება სხვადასხვა სახის ხილისგან და ზოგჯერ მიირთმევენ მოცემული ხილის წვენში ან უბრალოდ შაქრიან წყალში. სხვადასხვა ფორმით, ხილის სალათი შეიძლება მივირთვათ როგორც აპეტაიზერი, მთავარი კერძის თანმხლები სალათა ან დესერტი. როცა ის აპეტაიზერის ან დესერტის როლს ირგებს, მას ზოგჯერ ხილის კოქტეილს უწოდებენ (რაც ხშირად ნიშნავს, რომ ის დაკონსერვებულ პროდუქტს შეიცავს), ან ხილის ჭიქას (თუ პატარა ჭურჭელშია მოთავსებული).

ხილის სალათის მრავალი სახეობა არსებობს, დაწყებული უმარტივესიდან (კაკლის, მარშმელოუს ან სოუსის გარეშე) და ზომიერად ტკბილიდან (ვალდორფის სალათა - შეიცავს ვაშლს, ყურძენს და კაკალს), დამთავრებული ტკბილით (ამბროზიის სალათი - მზადდება ანანასით, მარშმელოუთი და ქოქოსით). ხილის შემცველი კიდევ ერთი "სალათა" არის ჟელატინის სალათა, თავისი მრავალფეროვანი ნაირსახეობებით. ხილის კოქტეილი დეტალურადაა განმარტებული აშშ-ში, სადაც ის გულისხმობს პატარა კუბიკებად დაჭრილი ატმის, მსხლის, ანანასის, ყურძნისა და ალუბლის ნაჭრების ნაზავს. ხილის სალათი შეიძლება დაკონსერვებული იყოს ( მათ ხილის უფრო დიდი ნაჭრები აქვთ, ვიდრე ხილის კოქტეილს).

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხილის სალათა "ცისარტყელა"

ხილის სალათას მთელი რიგი საოჯახო რეცეპტები არსებობს, რომლებიც შეიცავს სხვადასხვა სახის ხილს ან სხვა სახის სოუსს იყენებს, გარდა ხილის საკუთარი წვენისა და შაქრის სიროფისა. ხილის სალათებში გამოყენებული საერთო ინგრედიენტებია მარწყვი, ანანასი, საზამთრო,[1] ყურძენი და კივი[2][3]. სხვადასხვა რეცეპტების მიხედვით, შეიძლება კაკლის, ხილის წვენების, გარკვეული ბოსტნეულის, იოგურტის ან სხვა ინგრედიენტების დამატება.

მისი ერთი ვარიანტია ვალდორფის სტილის ხილის სალათი, რომელშიც გამოიყენება მაიონეზისგან დამზადებული სოუსი. სხვა რეცეპტებში გამოიყენება არაჟანი (მაგალითად, ამბროზია), იოგურტი ან თუნდაც კრემი, როგორც სოუსის ძირითადი ინგრედიენტი. ხილის სალათის ერთ-ერთი სახეობა იყენებს ათქვეფილ ნაღებს, რომელიც შერეულია მრავალფეროვან ხილთან (ჩვეულებრივ კენკრის ნარევი) და ასევე ხშირად შეიცავს პაწაწინა მარშმელოუს. მალაიზიის ხილის სალათა როჟაკი იყენებს ცხარე სოუსს არაქისის და კრევეტის პასტასთან ერთად. ფილიპინებში, ხილის სალათები პოპულარულია არდადეგებზე და სადღესასწაულო დღეებზე, რომლებიც ჩვეულებრივ მზადდება ბუკოთი, ან ახალი ქოქოსით და შედედებული რძით, სხვა დაკონსერვებული ან ახალი ხილის გარდა.

მექსიკაში ხილის სალათის პოპულარული სახეობაა Bionico, რომელიც შედგება შედედებული რძისა და არაჟნის ნარევში გაჟღენთილი სხვადასხვა ხილისგან.

მაროკოს სამზარეულოში ასევე არსებობს ხილის სალათების მრავალფეროვანი სახეობა.

საკმაოდ გავრცელებულია ხილის სალათის ნაყინიც, რომლის მასიურად წარმოება ხდება აშშ-ში და უამრავ სხვა ქვეყანაში.

ხილის კოქტეილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხილის სალათა შაქრის სიროფით

ხილის კოქტეილი ხშირად დაკონსერვებული იყიდება და გვხვდება უამრავ კაფეტერიაში, როგორც ძირითადი სასმელი, მაგრამ მისი გაკეთება ახალი ხილითაც შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდებაში "კოქტეილი" გამოიყენება, ეს არ ნიშნავს, რომ ის შეიცავს ალკოჰოლს. ის ალკოჰოლის მეორე განმარტებას აკმაყოფილებს: "აპეტაიზერი, რომელიც ხილის ან ზღვის პროდუქტების კომბინირებით მზადდება". ხილის კოქტეილს ზოგჯერ იყენებენ პრუნოს, ალკოჰოლური სასმელის დასამზადებლად, რომელსაც ასევე „ციხის ღვინოს“ უწოდებენ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერი უილიამ ვერ კრუესი და ჰერბერტ გრეი ბარონ-გრეის შეფუთვის კომპანიიდან ითვლებიან ხილის კოქტეილის გმომგონებლად.[4][5]

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ხილის სალათა" - ასე ჰქვია ავსტრალიის ბავშვთა ჯგუფ Wiggles-ისა და სატელევიზიო შოუს Wonder Pets-ის სიმღერას.

"ხილის სალათა" ასევე არის ჟარგონი ინგლისურ ენაში, რომელიც მედლებისთვის გამოიყენება ჯარისკაცების ფორმაზე, მაგ. "შეხედეთ ხილის სალათს პოლკოვნიკზე". ტერმინი მიუთითებს მედლების ნათელ, ბრჭყვიალა ფერებზე.[6]

"ხილის სალათა" წვეულებების თამაშის Fruit Basket Turnover-ის ალტერნატიული სახელია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]