შინაარსზე გადასვლა

ხიზრ ხანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხიზრ ხანი
ხიზრ ხანი
ხიზრ ხანის ვერცხლის ტანკა ინო მუჰამედ ბინ ფიროზის
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 მაისი, 1414 წ. – 20 მაისი, 1421 წ.
მონარქი  დელის მართველი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 დეკემბერი, 1398 წ. – 20 დეკემბერი, 1398 წ.
მონარქი  მულთანის თემურიდი გამგებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 დეკემბერი, 1398 წ. – 18 თებერვალი, 1405 წ.
მონარქი  დელის თემურიდი გამგებელი

დაბადებული1361 წ.
გარდაცვლილი1421 წლის 20 მაისი (60 წლის)
დაკრძალულიადელი, ინდოეთი
რელიგიაისლამი

ხიზრ ხანი (მეფ. 28 მაისი, 1414 წ. – 20 მაისი, 1421 წ.) — სეიდების დინასტიის დამაარსებელი, დელის სასულთნოს მეოთხე მართველი დინასტია ჩრდილოეთ დელიში, თემურლენგის შემოსევებიდან და თუღლაკიდების დინასტიის დაცემიდან მალევე.[1] ხიზრ ხანი მულთანის გამგებელი იყო, თუღლაკელი მმართველის, ფირუზ შაჰი თუღლაკის დაქვემდებარებაში და ცნობილი იყო, როგორც ნიჭიერი ადმინისტრატორი. თუღლაკს არ მიუღია არავითარი სამეფო ტიტული თემურლენგის შემოსევების მიმართ შიშის გამო და საკუთარი თავი გამოაცხადა Rayat-i-Ala (ამაღლებული ალამი) და Masnad-i-Aali or (უმაღლესი თანამდებობა). მისი მეფობის დროს, მონეტები კიდევ იჭრებოდა წინა თუღლაკელი მმართველების სახელზე.[2] 1421 წლის 20 მაისს, მისი გარდაცვალების შემდეგ, თუღლაკის მემკვიდრე გახდა მისი ვაჟი მუბარაკ ხანი,[3] რომელმაც მიიღო Muizz-ud-Din Mubarak Shah-ის ტიტული.

წინაპრები და ადრეული ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე მწერალი იაჰია სიჰრიდი თავის Takhrikh-i-Mubarak Shahi ამბობს, რომ ხიზრ ხანი იყო მაჰმადის მემკვიდრე.[4] დინასტიის წევრებმა თავიანთი ტიტული წამოიღეს სეიდებიდან (მაჰმადის მემკვიდრის წოდება), რომელიც ეფუძნებოდა მტკიცებას, რომ ისინი მიეკუთვნებოდნენ მის მემკვიდრეობას ქალიშვილი ფატიმას გავლით. თუმცა, იაჰია სიჰრიდმა თავისი დასკვნები დააფუძნა არარეალურ მტკიცებულებაზე, რომელთაგან პირველი იყო სეიდ ჯალალედინ ბუხარი უჩ შარიფიდან მისი საიდური მემკვიდრეობა,[5][6] ხოლო მეორე – სულთნის ხასიათი, რომლის მორალური თვისებები ძალიან წააგავდა მაჰმადის მემკვიდრეობას.[7] აბრაჰამ ერალის აზრით, ხიზრ ხანის წინაპრები სავარაუდოდ იყვნენ არაბული ოჯახის წევრები, რომლებიც დიდი ხნის წინ დასახლდნენ მულთანის რეგიონში ადრეული თუღლაკის პერიოდის განმავლობაში, მაგრამ მისი ეჭვქვეშ აყენებს სეიდების მემკვიდრეობას.[8] რიჩარდ მ. იატონისა და აღმოსავლური მკვლევრის, საიმონ დიგბის თანახმად, ხიზრ ხანი იყო პენჯაბის უფროსი და მიეკუთვნებოდა ხოხარის კლანს, რომელიც პენჯაბიდან გააგზავნეს თემურლენგთან, როგორც ელჩი და მომლაპარაკებელი. საბოლოო ჯამში, ხიზრ ხანმა ხელში ჩაიგდო დელის ძალაუფლება, იმ კონტაქტების წყალობით, რომელიც აქამდე ჰქონდა დაგროვებული.[9][10] ფრანცესკა ორსინის და სამირა შეიხი იზიარებენ მსგავს ხედვას საკუთარ ნაშრომებში.[11]

ტახტის დაკავების შემდეგ, ხიზრ ხანმა საკუთარ ვეზირად დანიშნა მალიქ-უს-შარქ ტუჰფა, რომელსაც ეწოდა Taj-ul-Mulk-ის ტიტული. ხიზრ ხანი თანამდებობაზე 1421 წლამდე დარჩა. მუზაფარნაგარისა და საჰარანპურის საფეოდალოები გადაეცა სეიდ სალიმს. აბდურ რაჰმანმა მიიღო მულტანისა და ფატეჰპურის საფეოდალოები. 1414 წელს ტაჯ-ულ-მულკის მეთაურობით ჯარი გაიგზავნა ჰარ სინგჰის, კატეჰარის რაჯას აჯანყების ჩასახშობად. რაჯა ტყეში გაიქცა, მაგრამ საბოლოოდ, იძულებული გახდა დანებებულიყო და მომავალში ხარკის გადახდაზე დათანხმებულიყო. 1416 წლის ივლისში ტაჯ-ულ-მულკის მეთაურობით ჯარი გაიგზავნა ბაიანასა და გვალიორში, სადაც მან გაძარცვა გლეხები იმ მოტივით, რომ გადასახდელი ხარკის ექვივალენტური თანხის რეალიზება განეხორციელებინა. მალიქმა ასევე ორივე რეგიონის ანექსია განახორციელა.[3] 1417 წელს ხიზრ ხანმა შაჰ რუხისგან მიიღო ნებართვა იმის შესახებ, რომ მისი სახელი ასევე დაეტანათ შაჰ რუხის სახელზე.[12] 1418 წელს ჰარ სინგჰი კვლავ აჯანყდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, დამარცხდა ტაჯ-ულ-მულკის მიერ. 1414 წლის 28 მაისს ხიზრ ხანმა დაიპყრო დელი და დააპატიმრა დაულატ ხან ლოდი.[3]

  1. Sen, Sailendra (2013). A Textbook of Medieval Indian History. Primus Books, გვ. 122–123. ISBN 978-9-38060-734-4. 
  2. Nelson, Wright (1974). The Coinage & Metrology of the Sultans of Dehli. New Delhi: Munshiram Manoharlal Publishers Pvt. Ltd., გვ. 239. 
  3. 3.0 3.1 3.2 Mahajan, V. D. (2007) [1991], History of Medieval India, New Delhi: S. Chand, ISBN 81-219-0364-5, pp. 237–9.
  4. Porter, Yves; Degeorge, Gérard (2009). The Glory of the Sultans: Islamic Architecture in India. Flammarion. ISBN 978-2-08-030110-9. „Though Timur had since withdrawn his forces , the Sayyid Khizr Khān , the scion of a venerable Arab family who had settled in Multān, continued to pay him tribute“ 
  5. (1958) The Cambridge History of India. S. Chand. „The claim of Khizr Khān, who founded the dynasty known as the Sayyids, to descent from the prophet of Arabia was dubious, and rested chiefly on its causal recognition by the famous saint Sayyid Jalāl - ud - dīn of Bukhārā“ 
  6. Journal of Sikh Studies: Vol. 20. Department of Guru Nanak Studies. 1996. p. 61.
  7. Ramesh, Chandra Majumdar (1951). The History and Culture of the Indian People: The Delhi sultanate. Bharatiya Vidya Bhavan. 
  8. Eraly, Abraham (1 April, 2015). The Age of Wrath: A History of the Delhi Sultanate. Penguin UK. ISBN 978-93-5118-658-8. „The first of these two dynasties was founded by Khizr Khan, who bore the appellation 'Sayyid', which identified him as a descendant of prophet Muhammad, so the dynasty he founded came to be known as the Sayyid dynasty. The veracity of Khizr Khan's claimed lineage is uncertain, but it is likely that his forebears were Arabs, who had migrated to India in the early Tughluq period and settled in Multan. The family prospered in India, gaining wealth and power. This advancement culminated in Malik Suleiman, Khizr Khan's father, becoming the governor of Multan under the Tughluqs. When Suleiman died, Khizr Khan succeeded him to the post, but lost it during the political turmoil following the death of Firuz Tughluq“ 
  9. Easton, Richard M. (2019). India in the Persianate Age: 1000–1765. University of California Press, გვ. 105. ISBN 978-0520325128. „The career of Khizr Khan, a Punjabi chieftain belonging to the Khokar clan, illustrates the transition to an increasingly polycentric north India“ 
  10. Digby, Simon (13 October, 2014). After Timur Left: North India in the Fifteenth Century. Oxford University Press, გვ. 47–59. DOI:10.1093/acprof:oso/9780199450664.003.0002. ISBN 978-0-19-945066-4. ციტირების თარიღი: 25 January 2023. „And we find that a Khokhar chieftain, Khizr Khan who was sent to Timur as an ambassador and negotiator from the most adjacent area, the Punjab, ultimately became the power holder in Delhi, thanks to the contacts he had aquired [sic]“ 
  11. Orsini, Francesca; Sheikh, Samira (2014). After Timur Left: Culture and Circulation in Fifteenth-century North India. Oxford University Press. ISBN 978-0-19-945066-4. 
  12. Majumdar, R.C. (ed.) (2006). The Delhi Sultanate, Mumbai: Bharatiya Vidya Bhavan, pp. 125–8.

დამატებითი ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Muntakhab-ul Lubab, Muḥammad Hāshim Khāfī Khān, Sir Henry Miers Elliot, John Dowson, 2006.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხიზრ_ხანი“-დან