ხიდი (ფილმი, 1942)
იერსახე
| „ხიდი“ | |
|---|---|
| დამდგმელი რეჟისორი |
კონსტანტინე პიპინაშვილი შოთა მანაგაძე |
| სცენარის ავტორი | გიორგი მდივანი |
| როლებში |
გიორგი შავგულიძე მედეა ჯაფარიძე |
| კომპოზიტორი | ალექსი მაჭავარიანი |
| ხმის ოპერატორი |
ბესიკ იაკობაშვილი, რაფიელ კეზელი |
| ოპერატორი |
ფელიქს ვისოცკი, ბორის ბურავლიოვი |
| მხატვარი | კონსტანტინე (კოტე) კიკნაძე |
| სტუდია | „თბილისის კინოსტუდია“ |
| გამოსვლის თარიღი | 1942 |
| ხანგრძლივობა | 48 წუთი |
| ქვეყანა |
|
„ხიდი“ — „თბილისის კინოსტუდიის“ 1942 წლის დრამა, რომლის რეჟისორები არიან კონსტანტინე პიპინაშვილი და შოთა მანაგაძე.[1]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმი გადაღებულია გიორგი მდივანის პიესის – „ბატალიონი დასავლეთისაკენ მიდის“ მიხედვით.
1942 წელი. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები ააფეთქებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რკინიგზის ხიდს, რომელზეც საბჭოთა ეშელონი აპირებდა გავლას. სარდლობა კაპიტან ილო გიგაურის სარემონტო-აღდგენით ბატალიონს ხიდის აღდგენას უბრძანებს. მისი ძმა, სერჟანტი ოთარ გიგაურიც იქ იმყოფება, ბრიგადის დასახმარებლად. ინჟინერ გიორგის, ილოს საცოლის - მანანას მამას, მატარებლის ხიდზე გადაყვანა ევალება. ნაცისტური დანაყოფების გამუდმებული ცეცხლის მიუხედავად, ხიდი აღდგება და მატარებელი გზას აგრძელებს.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი შავგულიძე — ილო – ბატალიონის უფროსი
- მედეა ჯაფარიძე — მანანა
- გიორგი ფრონისპირელი — გიორგი – მანანას მამა
- პავლე ერმილოვი — კოზლოვი – უფროსი ლეიტენანტი
- დავით ლორთქიფანიძე — ოთარ გიგაური - სერჟანტი
- პეტრე დოლჟანოვი — ბარუთა
- ლეონიდ რომანოვი — მაიორი შეველიოვი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||
| ||||||||